“გუშინ ვნახე უკანასკნელად და ეს მთხოვა..” – ნახეთ რა უთხრა მეგობარს გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ლექსო ლაშქარავამ

0

“ტვ პირ­ვე­ლის” ჟურ­ნა­ლის­ტი მი­რან­და ბა­ღა­თუ­რია, რო­მე­ლიც ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას­თან ერ­თად, 5 ივ­ლისს ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფის თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი გახ­და, ოპე­რა­ტორ­თან ბოლო სა­უ­ბარს იხ­სე­ნებს:
“გარ­და იმი­სა, რომ ლექ­სო აღარ არის, მგო­ნია, რომ ამ ფაქ­ტით გა­ნად­გურ­და სრუ­ლი­ად მე­დია კორ­პუ­სი, იმი­ტომ რომ ეს არის შე­დე­გი (იმი­სა), რაც ყვე­ლამ ვნა­ხეთ 5 ივ­ლისს. არაფ­რის მტკი­ცე­ბას არ და­ვი­წყებ, სა­ნამ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა არ გვექ­ნე­ბა და სა­ნამ თა­ვის სათ­ქმელს არ იტყვის, თუმ­ცა 99%-ით

loading...

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს შე­დე­გი, რო­მე­ლიც ყვე­ლას დაგ­ვიდ­გა, – ის რომ ლექ­სო აღარ არის, არის გა­მოწ­ვე­უ­ლი ამ დღი­დან.
გა­და­მე­ფა­რა და ეს კი­დევ ათ­მა­გად მძი­მეა ჩემ­თვის, იმი­ტომ რომ მას­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი იმ დღეს. თით­ქმის ოცი წე­ლია, ოპე­რა­ტო­რი იყო. ბოლო კად­რე­ბი ჩემ­თან ერ­თად გა­და­ი­ღო და თან იყო სა­ში­ნე­ლი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი და ამას რომ ვყვე­ბი ხოლ­მე, მგო­ნია, რომ ადა­მა­ი­ნე­ბი ვერ აღიქ­ვა­მენ რაზე ვლა­პა­რა­კობ. ვლა­პა­რა­კობ იმა­ზე, რომ მას ოცამ­დე ადა­მა­ი­ა­ნი ურტყამ­და და ურტყამ­და საკ­მა­ოდ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, ის რომ ცო­ცხა­ლი იყო იმ წამს და ახლა ხუთი დღის მერე, რომ ცო­ცხა­ლი აღარ არის, არ ვიცი, რა ვთქვა… ეს არის ის, რა­საც გვი­კე­თე­ბენ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ ჩვენ, მე­დი­ის წარ­მო­მად­გნ­ლე­ბი არა­ვის­თვის არა­ფერს არ ვნიშ­ნავთ. მე მინ­და იმ ადა­მი­ა­ნებს ვუ­თხრა, ვინც ამარ­თლე­ბენ ჩვემს მი­მართ ძა­ლა­დო­ბას, გულ­წრფე­ლად მრცხვე­ნია მათ მა­გივ­რად და იმე­დია, რომ ამ მძი­მე შემ­თხვე­ვა­საც არ ამარ­თლე­ბენ…

გუ­შინ ბო­ლო­ჯერ ვნა­ხე ლექ­სო, მი­თხრა: – მი­რან­და ამ საქ­მეს სტრას­ბურ­გში ხომ წა­ვი­ღებ­თო. მე ვუ­თხა­რი: – რა თქმა უნდა, ყვე­ლა ერ­თად წა­ვი­ღებთ – მეთ­ქი. ახლა ლექ­სო ვერ წა­ი­ღებს, თუმ­ცა მის ნაც­ვლად, არამ­ხო­ლოდ ჩემი თა­ვის­თვის, არა­მედ ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ლექ­სოს უფ­ლე­ბე­ბის­თვის ვიბ­რძო­ლებ, იმ­დე­ნი წელი რამ­დე­ნიც ვი­არ­სე­ბებ და იმ­დე­ნი წელი რამ­დე­ნიც ამ პრო­ფე­სი­ა­ში ვიქ­ნე­ბი. ახლა უსუს­რე­ბი ვართ, რომ ნა­ხოთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აშუ­ქე­ბენ ჩემი კო­ლე­გე­ბი ამ ამ­ბავს, რომ ნა­ხოთ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, მიხ­ვდე­ბით რომ ეს არის უსუს­რო­ბა, რისი მიღ­წე­ვაც უნ­დო­დათ.

რაც არ უნდა თქვას ექ­სპერ­ტი­ზამ, რა ზე­მოქ­მე­დე­ბაც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო სხვა, აუ­ცი­ლებ­ლად იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი იმ და­ზი­ა­ნე­ბე­ბის­გან, რო­მე­ლიც მი­ად­გა 5 ივ­ლისს. გუ­შინ იყო ცო­ცხლი და დღეს გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვა ლო­გინ­ში სა­კუ­თარ­მა დე­დამ… გუ­შინ მე­უბ­ნე­ბო­და: – მი­რან­და, მე რომ მირ­ტყამ­დნენ მა­გა­ზე არ ვფიქ­რობ­დი (რა­ღაც მო­მენ­ტში გა­ი­თი­შა, მაგ­რამ სა­ნამ ურტყამ­დნენ და გონ­ზე იყო), ყვე­ლა­ზე უსუ­სუ­რი კაცი ვი­ყა­ვი, იმი­ტომ რომ ყვე­ლა­ფერს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რა­საც შე­იძ­ლე­ბა იქ გიშ­ვე­ბოდ­ნენ და რომ ვერ გეხ­მა­რე­ბო­დი, ვი­ყა­ვი ყვე­ლა­ზე უსუ­სუ­რიო. ახლა მე ვარ ყვე­ლა­ზე უსუ­სუ­რი, იმი­ტომ რომ ლექ­სოს ვე­რაფ­რით ვერ და­ვეხ­მა­რე­ბი”, – ამ­ბობს მი­რან­და ბა­ღა­თუ­რია “ტვ პირ­ველ­თან”.წყარო:geotime.club

loading...
Share.