“დაბმული ყავდათ წლები, აჩენინებდნენ ბავშვებს და უყიდიდნენ..” – ნახეთ თამუნა მუსერიძე შოკისმომგვრელ ვიდეოს აქვეყნებს

0

თამუნა მუსერიძე, რომელიც ბიოლოგიური დედის ძებნის პროცესში საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაერთო, სოციალურ ქსელში შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს.
ყო­ფი­ლი ტელე-რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე „ინ­სტაგ­რამ­ზე” შემ­ზა­რავ ამ­ბავს აზი­ა­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს. თამუნას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს ჩავედით კახეთში, ეროვნებით ლეკ ქალბატონთან დეენემის ტესტის გასაკეთებლად. ეს ის

loading...

ქალია, რომელიც წლების განმავლობაში დაბმული ყავდათ, ძალადობდნენ ყველანაირი გაგებით, აჩენინებდნენ შვილებს და უყიდიდნენ! ქალბატონს დამტვრეული აქვს ხელები, ფეხები. ხალხნო ვერ წარმოიდგენთ რა მძიმე მდგომარეობაშია! დაუძლურებული, ჩავარდნილი, შეკედლებული ყავს ერთ ოჯახს, რომელიც ლუკმა პურს უყოფს. მოუხსნეს სოციალური დახმარება! ქალბატონს სჭირდება ექიმის კონსულტაცია, ანალიზების გაკეთება, სამწუხაროდ ადგილობრივ საავადმყოფოში არ იღებენ როგორც ოჯახმა გვამცნო! არასამთავრობო ორგანიზაციები ზოგჯერ ჩამოდიან და ეხმარებიან, თუმცა ეს ზღვაში წვეთია.
ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა, მოგვცა საშუალება რომ აქ ჩამოვსულიყავით. გამოგვიგზავნეს დეენემის ტესტი, რომ ამ ქალბატობს 10 გაშვილებული მოვაძებნინოთ 🙏🙏
ქალბატონს ესაჭიროება საკვები, ტანისამოსი, ჰიგიენის საშუალებები, მედიკამენტები.
ვისაც რითი შეგიძლიათ დაეხმაროთ იქნება ეს თანხის ჩარიცხვა თუ უშუალოდ პროდუქციის მოწოდება, ძალიან გთხოვთ დავეხმაროთ 🙏🙏
#GE24BG0000000498748285GEL
https://www.paypal.me/tamarmuseridze ”
ვიდეო:

loading...
Share.