”დავინფიცირდით მთელი ოჯახი, სწრაფმა ტესტმა კი უარყოფითი პასუხი გვანახა…” – ნახეთ რას ამბოს გარცვლილ გოგონაზე მისი დაიკო

0

34 წლის თაკო გე­ლაშ­ვი­ლი-გე­ჯა­ძე კო­ვი­დით 7 აგ­ვის­ტოს გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც AMBEBI.GE-ს თა­კოს და, ანი გე­ლაშ­ვი­ლი უამ­ბობს, ივ­ლი­სის თვე­ში ვირუ­სით მთე­ლი ოჯა­ხი ერ­თდრო­უ­ლად და­ინ­ფი­ცირ­და.
მისი თქმით, თა­ვი­დან სწრა­ფი ტეს­ტი შეც­და და ყვე­ლა მათ­გა­ნის შემ­თხვე­ვა­ში უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა. ამ ფაქ­ტმა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი დრო­ში გა­ა­ჭი­ა­ნუ­რა.
“სიმპტო­მე­ბი გვქონ­და და ტეს­ტის პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი იყო. როცა უკვე სა­ბო­ლო­ოდ დაგ­ვი­დას­ტურ­და, საკ­მაო დრო იყო და­კარ­გუ­ლი. 31 ივ­ლისს, თაკო თა­ვი­სი მან­ქა­ნით შვილ­თან ერ­თად მი­ვი­და რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ავდმყო­ფო­ში. თა­ვი­დან კარ­გად იყო. შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად დამ­ძიმ­და და 7 აგ­ვის­ტოს გარ­და­იც­ვა­ლა.

ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი არ ჰქო­ნია, სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო, ცო­ტა­თი წო­ნის პრობ­ლე­მა აწუ­ხებ­და მხო­ლოდ”, – გვი­ამ­ბობს კო­ვი­დით გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის და.

ანი გე­ლაშ­ვი­ლის თქმით, მისი და ვაქ­ცი­ნა­ზე იყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და აცრა 14 აგ­ვის­ტოს უწევ­და.

“”ფა­ი­ზე­რით” უნდა აეც­რა, მაგ­რამ ვერ მო­ას­წრო. მე “სი­ნო­ფარ­მის” პირ­ვე­ლი დოზა მქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, როცა კო­ვი­დი და­მე­მარ­თა. ახლა მთე­ლი ოჯა­ხი აც­რი­ლი ვართ პირ­ვე­ლი დო­ზით, მე­ო­რე დო­ზის მი­ღე­ბამ­დე გარ­კვე­უ­ლი დროა სა­ჭი­რო”, – ამ­ბობს ანი გე­ლაშ­ვი­ლი.
წყარო: ambavi.club

Share.