ცხოველთა დამცველი მიხეილ კაჭკაჭიშვილი ერთი სამწუხარო ამბის შესახებ გვიზიარებს სოციალურ ქსელში. უაღრესად თბილი, ძაღლების მოყვარული მოხუცი კაცის გარდაცვალების შესახებ.
“აკელა მყავდა ცოტა ხნის წინ დათო ომარშვილთან გასასინჯად. დაზუსტებით არ ვიცით ძაღლია თუ მგელი ან მგლის ნაჯვარი, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს, აკელა საოცრებაა. ის გენიოსია და ის ჩემთან იცხოვრებს.
დათოსთან კლინიკაში, ერთი, არც თუ ასაკოვანი კაცი დადიოდა, ქუჩაში ნაპოვნი ძაღლები დაყავდა ხოლმე მძიმე მდგომარეობაში. უცნაურად დარბაისელი, მკაცრმა ცხოვრებამ რომ ვერ წაართვა სიამაყე და ღირსება, ეგეთი.
ეს კაცი, სულ შრომობდა და რასაც შოულობდა, იმ გროშებით საკვებს ყიდულობდა და ტყე-ტყე დადიოდა და კვებავდა გაუმაძღარი ხალხის მიერ, სიკვდილისთვის გაწირულ ძაღლებს.
გომბორზე ასულა ძაღლების გამოსაკვებად და როცა დახრილა ბოლო ჯამის დასაყრელად, იქ განუტევებია სული… ეს ამბავი ვიღაცისთვის არაფერია, ჩემთვის კი ყველაფერი.
ნათელში იყოს !!!”