„დამალობანას ვთამაშობდით, ჩემი ძმის მეგობარმა ბიჭმა სასქესო ორგანოზე დამიწყო შეხება, საძინებელში შემათრია, საწოლზე დამაგდო და გამაუპატიურა“

0

სოციალურ ქსელში გვერდი „დამიცავი პატარა ვარ“ მორიგ შემზარავ ისტორიას აქვეყნებს, რომლის წყაროც ანონიმურია.
როგორც პოსტიდან ვიგებთ 12 წლის გოგოზე, საკუთარმა ძმის ძმაკაცმა იძალადა, გააუპატიურა და დაემუქრა თუ რამეს იტყოდა ძმას მოუკლავდა.
„ძალიან ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ეს ისტორია და გადავწყვიტე, რომ დავწერო.
ეს 2 წლის წინ მოხდა. 12 ის ვიყავი. ბავშვები (მე, ჩემი ძმა,და მისი 2 მეგობარი) ეზოში ვთამაშობდით დამალობანას (ისინი 14 ის იყვნენ). მე და ჩემი ძმის მეგობარი ერთად დავიმალეთ მის სახლში (მისი მშობლები სახლში არ იყვნენ).

მოულოდნელად, სასქესო ორგანოზე დამიწყო შეხება. შოკში ჩავვარდი. შემდეგ სილა გავაწანი და ვუყურებ, გაჩერდი მეთქი. მან პირზე ამაფარა, თავის საძინებელში შემათრია და საწოლზე დამაგდო.

ამას პატარები კითხულობენ და აღარ მოვყვები დეტალებს… საბოლოოდ გამაუპატიურა და დამემუქრა, რომ თუ ვინმეს ვეტყოდი, ჩემს ძმას მოკლავდა.

ვერავის ვუთხარი, შემეშინდა და დღემდე საკუთარ თავზე გული მერევა.
მადლობა, რომ წაიკითხეთ და გთხოვთ, დადეთ…“- ვკითხულობთ ისტორიაში.

Share.