“დამირეკა და მითხრა – გოგო ვკვდებიო… თავისი ფეხით შევიდა კლინიკაში და გარდაცვლილი გამომყავს…” – ნახეთ რას წერს თამთა ქარჩავა

0

თამთა ქარჩავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჩემი მათე ბიჭი, 37 ჰქონდა ტემპერატურა, ოჯახს გაუფრთხილდა საკუთარი ფეხით შევიდა კლინიკაში, 5 დღე საავადმყოფოს კარიდორში დადიოდა. მე-6 ღამეს ცუდად გახდა, ყოველდღე მძიმდებოდა მდომარეობა. ტელეფონით ველაპარაკე და ასე მითხრა – “თამთა, აქ გავხდი ცუდად, არაფერს არ მიკეთებენ, გოგო ვკვდები”.
ამის შემდეგ დავრეკე ექიმთან, რომელიც მიხსნის – “6% აქვს ფილტვი დაზიანებული, მაგრამ ეს არ არის საშიში, ანთებითი პროცესი არის, მაგრამ თვითონ არის მოდუნებული”.

რა თქმა უნდა, ისევ მათესთან დავრეკე და ვეჩხუბე, რატომ ხარ შეშინებული, ექიმს ველაპარაკე, საშიში არაფერი არ არისთქო, ადექი და გაიარეთქო, თავბრუმეხვევა, ძალა არ მაქვსო.

ამის შემდეგ ვიგებ, რომ აპარატზე შეაერთეს, ექიმი მიხნის, რომ სუნთქვა უჭირს და ამიტომ შევაერთეთ დროებითო.

გუშინ დილით კი უკვე მდგომარეობა დამძიმდა. ექიმი მიხსნის, რომ 20% აქვს ფილტვი დაზიანებული, ვაძინებთ ტახიკარდია, რომ არ განვითარდესო!

ადამიანი, რომელიც საკუთარი ფეხით შევიდა კლინიკაში, გარდაცვლილი გამომყავს და ეს რისი ბრალია?!

ვის ინტერესში შედის პაციენტის მდგომარეობის დამძიმება?! რა დგას ამის უკან?! ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები აუცილებლად, გპირდები!!!

ჩემი მათე ბიჭი ჩემი მამიდაშვილი, ჩემი სიცოცხლე ბიჭი დამარცხდა კოვიდთან ბრძოლაში, უფალო, სასუფეველსა შენსა დაამკვიდრე მათეს სული, შეხვედრამდე მათე ბიჭო”

კომენტარებში თამთა წერს, რომ მისი მამიდაშვილი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში იწვა.

Share.