“დაო მიყვარხარ და ძალიან მიხარია.. ” – ნახეთ რომელ ცნობილ პოლიტიკოსზე გათხოვდა გიორგი სუხიტაშვილის და (ფოტოები)

0

მომღერალი ნინი სუხიტაშვილი დაოჯახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნინოს ძმა, გიორგი სუხიტაშვილი ავრცელებს. მისი მეუღლე ნოდარ ჩაჩანიძე გახდა, რომელიც სამოქალაქო აქტივისტი და პოლიტიკოსია. ის ადგილობრივ არჩევნებში ჭიათურაში მერობაზე დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს.
”„გუშიმ ამ ორმა (ჩემმა დამ და ამ ყმაწვილმა, რომელსაც ალბათ სიძეს დავუძახებ მიჩვევის ამბავია, ან არ დავუძახებ ), ერთმანეთს უთხრეს, ვიცხოვროთ ერთად, ვიდრე სიკვდილი, ჯანდაბა და დოზანა არ დაგვაცილებსო. (პირი ქვისკენ მიქნია)

ჩემი და რომ მიყვარს, ამაში რა არის გასაკვირი და საბლატაო ❤❤.

ეს ადამიანიც მიყვარს, არამხოლოდ გუშინდელი დღიდან, მანამდეც, უბრალოდ, ხომ იცით ქართლის ამბავი, სახეზე რომ გვაწერია, მე შენ არ გიცნობ, ვინა ხარ, საიდან მოხვედიო, მაგრამ შინაგანად რომ ეუბნები, ტაში ბიჭო, ტაშებიო, ბიჭოვ გენათალებიო. 👏👏👏👏

ჰოდა, მიხარია ძალიან. 🌟🌟🌟🌟

ჩემმა დამ პირველად ხარისხიანი რაღაცა შეიძინა თავისი გემოვნებით.

დაო, მიყვარხარ! Nini Sukhitashvili

შენა კიდევა, მევასები Nodar Chachanidze“.” – წერია პოსტში.

Share.