“დაუდგენელი ურთიერთობის გამო რა დღეში ჩააგდეს..” – ნახეთ რას ამბობს ალექსანდრა პაიჭაძე, რატომ სცადა გიორგიმ თავის მოკვლა

0

ცნობილი მოდელი და ტელესახე ალექსანდრა პაიჭაძე გიორგი კეკელიძეს თემას ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, გიორგი კეკელიძემ თავის მოკვლა სცადა.”გრცხვენოდეს განმსჯელო, არასწორო, ფარისეველო ერო…!!!!!! მიყვარხარ გიორგი! გისურვებ უკეთეს საზოგადოებას! სხვა ქვეყანაში მინდა ცხოვრების გაგრძელება!” – დაწერა ალექსანდრა პაიჭაძემ.

ერთ-ერთმა მომხმარებლემა იკითხრა რა შუაში იყო ამ შემთხვევაში ერი, რაზეც პაიჭაძემ ასე დაუკომენტარა:

”რა შუაშია და, გახსოვს შარშან, რა დღეში ჩააგდეს, დაუდგენელი, გამოუძიებელი “ფლირტის” გამო? ძნელია ამდენ ცილისწამებას და ტალახს გაუმკლავდე, როცა მართლა ამდენ კარგ რამეს ემსახურები, როცა ყოველდღე პროდუქტიული ხარ, თუმცა, ხელოვანი და მგრძნობიარე. ასე ვგრძნობ მე. ხალხმა განსჯით და ტალახის სროლით გააღრმავა ის დეპრესია, რაც კი ოდესმე ქონია. ასე ემართება ტვინს, როცა დიდი დარტყმა მოდის, დიდი დარტყმა კი ძირითადად ზომაში ბევრად დიდია, ვიდრე ამის გამომწვევი მიზეზი, იმიტომ რომ ამ სივრცემ, ყველა დამპალს მისცა აზრის გამოთქმის უფლება და სხვისი განსჯის საშუალება.” – ასე დაუწერა კომენტარებში ალექსანდრამ გამომწერს.

p.s. ცნობისთვის არსებული ინფორმაციით გიორგი კეკელიძეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Share.