“დაუვიწყარი საჩუქარი ოლიმპიურ ჩემპიონს…” – ნახეთ რა საჩუქარი გაუკეთეს ლაშა ტალახაძეს მას შემდეგ რაც ტოკიოდან დაბრუნდა

0

ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლეგენდარულ ქართველ ძალოსანს ლაშა ტალახაძეს ტოკიოდან დაბრუნების შემდეგ ავტომობილი აჩუქეს.
ახალი მანქანის ფოტოს ტალახაძე საკუთარ Instagram-გვერდზე ავრცელებს და საჩუქრისთვის მადლობას კომპანია „კრისტალბეთს“ უხდის.
თანამედროვე მსოფლიო ძალოსნობის ლიდერმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა. მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა ქართველმა მძიმეწონოსანმა +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადაზე მოგებულ ოქროს მედალს წელს ტოკიო-2020-ის ოქრო მიამატა.

Share.