“დაჯერება არ მინდა დამტოვა ჩემმა დიდმა სიყვარულმა..” – ნახეთ ანდრია გველესიანი სამწუხარო ინფორმაცია ავრცელებ

0

მსახიობი და მომღერალი ნადრია გველესიანი სოციალურ ქსელში სამწუხალო ინფრომაციას ავრცელებს და წერს, რომ მას ბებია გარდაეცვალა: „ჩემი ბებო!
ჩემი დედა-მამა , როგორც მთელი ბავშვობა ვეძახდი… ჩემი ცხოვრების მთავარმა სიყვარულმა დამტოვა… წლები ლეიკემიას ებრძოდა , თან ისე რომ არ ამხელდა და ჩვენც სასტიკად გვიკრძალავდა ამ თემაზე საუბარს..ბოლო ორი წელი ქიმიაზე იყო, თან რამოდენიმეოპერაცია გადაიტანა..

ყველამ იცის მისი სამაგალითო სიძლიერე ვინც ოდნავ მაინც იცნობდა..სწორედ ამიტომ კიდევ არ მჯერა მისი გარდაცვალების.. დიანას ვერაფერი ვერ მოერეოდა ასე მეგონა.. დრო
იყო მე მატარებდა ხელით და ბოლო დღეებში პირიქით მე მიწევდა მისი ხელით ტარება.. ასე გავცვალეთ თითქოს როლები მაგრამ მის ამაგს ვერასდროს ვერაფრით ვერ გადავიხდი. მე-10 კლასის ჩათვლით მის გვერდით ვიწექი და ერთი ჰაერით ვსუნთქავდით.

ერთხელ მთელი კლასის წინ თქვა მე და ანდრიას დღემდე ერთ ოთახში გვძინავს და ერთი ჰაერით ვსუნთქავთო.. ისე შემრცხვა , გავწითლდი და ცალყბად ვუთხარი, ბებო, უთხარი რომ “ეს გადატანითი მნიშვნელობითთქო”.. ძალიან მომენატრება შენთან ერთად სუნთქვა ჩემო სიცოცხლე, ჩემო გამზრდელო და ჩემო ადამიანის ეტალონო.. სულ მეუბნებოდა, შენ გაამართლე ჩემი იმედებიო, ხოდა, ბებო, ჯერ სად ხარ, დღეიდან ნახე, როგორ იამაყო ჩემი თითოეული ნაბიჯით. იმიტომ, რომ ყველას შენ მოგიძღვნი!! უბრალოდ მადლობა ყველაფრისთვის.. პანაშვიდები – პარასკევი – შაბათი – ჯანაშიას ქ. #3ა. გასვენება – კვირას – 15:00 – ვერის ბაღიდან – იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიიდან” – წერს ანდრია გველესიანი.
წყარო:ambavi.club

Share.