“დედამ მისი ერთადერთი შვილი მიაბარა მიწას…” – ნახეთ ვინ იყო ახალგაზრდა ბიჭი რონელიც ტრაგიკულად დაიღუპა

0

სოციალურ ქსელში ძალიან სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ფეისბუქ მომხმარებელი ლალი მარგიანი წერს, ახალგაზრდა ბიჭის ტრაგიკულად დაიღუპა.
როგორც ირკვევა, ახალგაზრდა, დედისერთა ბიჭი ავტოავარიას ემსხვერპლა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”ერთი კვირაა გულგაგლეჯილი დავდივარ და ვერაფერს თავს ვერ ვაბამ!
ერთი კვირაა ვფიქრობ,რას ვერ ვაკეთებთ დედები ისე,რომ შვილებს გვარიდებს უფალი და თავისთან მიჰყავს (მაპატიოს უფალმა,თუ ვცოდავ!)?!

დღეს ჩემი ძალიან,ძალიან ახლობელი და უთბილესი ადამიანი სამუდამოდ დამარხავს ოცნებებს და იმედებს ამ ბიჭთან ერთად!…
ვერც მისვლა შევძელი! თავზე სამყაროჩამომხობილი მისი დედ- მამის ნახვას ვერ შევძლებდი და იმიტომ! სანუგეშო სიტყვებიც რომ არ მაქვს,იმიტომ!…

და მაინც მინდა,რომ გავუბედო და ვუთხრა,გიოსთან შესახვედრად მოემზადონ აქ განუსაზღვრელ სიცარიელეში დარჩენილნი, მისი სულისთვის გააგრძელონ ცხოვრება,გიოს სულისთვის,გიოს სულისთვის!…..🙏🙏🙏” – წერს ლალი მარგიანი.


წყარო: niustv.com

Share.