”დედა ადრე თავისთან გვაწვენდა, ახლა ბებოსთან გვძინავს…” – ნახეთ გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის 7 წლის გოგონას სიტყვებმა მთელი საქართველო აატირა

0

„დღე და ღამე ჩვენ მეტი საფიქრალი არ გვაქვს, რითი გარდაიცვალა და რატომ გარდაიცვალა. ბოლო ხო უნდა ჰქონდეს. ვიღაცამ ხომ უნდა იდანაშაულოს თავი, რითი დაიღუპა, ვაქცინით დაიღუპა, ნემსის გაკეთებით დაიღუპა, ვიღაცამ ყურადღება არ მიაქცია და იმიტომ დაიღუპა? ჩვენც, ოჯახიც ხომ ცოდო ვართ ამ შემთხვევაში, სულ განვიცდით, სულ იმას ვფიქრობთ, რატომ?“ – ამბობს მანანა კობახიძე, მეგის დედამთილი.

მანანა რძალს დედობას იმ დღიდან უწევდა, რაც მეგის დედა ემიგრაციაში წავიდა. მანანა მეგის ოთახს ვერ ეხება – აქ დღემდე ყველაფერი ისეა, როგორც უკანასკნელ დილას, როცა მისი რძალი აცრაზე წავიდა. მხოლოდ ერთ კუთხეში, მეგის ფოტოები გამოფინა და ყოველდღე უნთებს სანთელს.

„დედა ადრე თავისთან გვაწვენდა, ახლა ბებოსთან გვძინავს“, – მიხსნის 7 წლის სალომე, როცა საგულდაგულოდ გასწორებულ ლოგინს ვუყურებ. სალომე დედას ოთახში სამეცადინოდ შემოდის ხოლმე.

სალომეს და საბას არ ახსოვთ, იმ დღეს რა მოხდა. თუ დედაზე ლაპარაკობენ, სულ წარსულს იხსენებენ. დედას ყავა არ უყვარდა, ჩაის სვამდა. ეს დედას სტეპლერი იყო. ეს ფოტო დედამ გადაგვიღო.
წყარო: daqali.club

Share.