“დღეს ტაქსით მომიწია წასვლა, მძღოლი ყოფილი პოლიციელი აღმოჩნდა და ისეთი რამ გამიმხილა რომ, მიზეზმა შემზარა…” – ნიკა ქავთარაძე

0

მსახიობი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ სამსახურში ტაქსით წასვლა მოუწია, მძღოლი კი პოლიციელი აღმოჩნდა, რომელმაც უთხრა, რომ ყოველდღე პოლიციიდან 10-15 ადამიანი მიდის.
„დღეს ტაქსით მომიწია კომერსანტი • Commersant-ში მოსვლა.
მძღოლი აღმოჩნდა ყოფილი პოლიციელი. თან კარგი თანამდებობის მქონე – ჩინიანი. საშინელება მითხრა – დღე არ გავა, რომ პოლიციიდან 10-15 ადამიანი არ წავიდეს, თან მაიორები, პოლკოვნიკებიო.
მიზეზმა შემზარა – კრიმინალთან ბრძოლა გვაქვს აკრძალულიო. ვერ ვიჭერთ ხალხს, რომელიც თავზე გვაზის, რადგან ამისი უფლება წაგვერთვაო. ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ახლა ასეა საჭიროო გავგიჟდი“ – წერს ნიკა ქავთარაძე.

Share.