დღეს ძალიან დაღლილი დავბრუნდი სამსახურდან, შვილები საკოცნელად არ მივიკარე და ყველას ვეჩხუბე, შემდეგ დედამ ისეთი რამ მითხრა რომ ადგილზე გავშრი და ტირილი დაივწყე”

0

დღეს სამსახურდან სახლში ძალიან დაღლილი დავბრუნდი. სახლის კარი შემოვაღე თუ არა შვილებლა მაშინვე მომცვივდნენ და მეკითხებოდნენ რა გვიყიდეო, მე უხალისოდ გავუღიმე და მათთვის წამოღებული ტკბილეული მივაწოდე…
მეორე ოთახში გაიქცნენ, გადახედეს სასუსნავს და ჩემსკენ ყიჟინით გამოიქცნენ… ტუჩებით წამოიწიეს და კოცნა დამიპირეს… კარგი, მაცადეთ ახლა, დაღლილი ვართქო… თავდახრილებლი გაბრუნდნენ…
კარებზე კაკუნის ხმა შემომესმა…

loading...

დედამ საჭმელი გაგიკეთეო, დაიბანე ხელები და ვივახშმოთო. არაფერი არ მინდა, შემეშვი და ყველამ თავი დამანებეთ-თქო… გაჩუმდა, თავი დახარა და მაგიდას მარტო მიუჯდა…
ონკანი მოვუშვი, წყალი უნდა დამელია, ჭიქა ხელიდან გამივარდა და გამიტყდა… დედა წამოხტა მაშინვე, ხელი არ გაიჭრა, მე დავხვეტავო…
კარზე ისევ კაკუნის ხმა გაისმა…
ბავშვები ვამეცადინე, დავაწვინე და მეც მივუწექი…
კარზე ისევ კაკუნის ხმა იყო…
ჯანდაბა, არავინ გააღებს ამ კარებს? – ვკივივარ ბოლო ხმაზე… და დედის ნაბიჯებს ვუყურადებ… კარებს აღებს და მშვიდი ხმით გამომძახებს:
– არავინაა…
– მესმოდა ხმა… შენც ხომ გესმოდა?
– მესმოდა, მაგრამ გაღება დავაგვიანეთ…
– ჰოდა გაგეღოთ, მარტო მე ვცხოვრობ ამ სახლში?
– შვილო, შინ მშვიდობით შემოხვედი, ხატებს ჩაუარე, ერთი მადლობაც არ გითქვამს უფლისთვის, რომ დღემ მშვიდობით ჩაიარა, შვილები ბედნიერებისგან ცას ეწივნენ შენს დანახვაზე, შენ უღიმღამოდ გაუცინე და კოცნის უფლებაც არ მიეცი… განა ყველას ჰყავს სახლში დედა? საჭმელი დაგახვედრე, შემოგთავაზე, თბილად დავმსხდარიყავით და გვევახშმა… ლამის ბოლო ხმაზე მიყვირე მოხუც დედას, თავი დამანებეო… დაწექი და ისევ დაგავიწყდა, ისევ დაგავიწყდა, რომ პირჯვარი გადაგეწერა, შვილებისთვის მაინც…
…და კარები?…
კარებზე ალბათ ის ღმერთი იდგა, შენ რომ მოგაცილა სახლამდე…

loading...

Share.