”დღეში 70 ადამიანი იღუპება და ეს თქვენთვის არაფერს ნიშნავს, ვინ გმფარველობთ?…” – ნახეთ ვირუსის აფეთქების ფონზე ბათუმის რესტორანი ხალხით გადაჭედილია, შემაშფოთებელი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა

0

სოციალურ ქსელში ბათუმში, დღეს გადაღებული ვიდეო ვრცელდება, რომელზეც ხალხმრავალი წვეულებაა აღბეჭდილი.
ობიექტი სადაც სტუმრები ერთობიან „Sunset Batumi • სანსეტ ბათუმშია“. ვიდეოს ავტორი, წერს: „ბათუმი როცა დაემორჩილა შეზღუდვებს და ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა აირჩია, თქვენ ვინ ხართ ესეთი სატანებიიიი?? ეს რა ჯანდაბაა, ნუთუ არაფერს ნიშნავს თქვენთვის დღეში 70 კაცის სიკვდილიი??? ვინ გმფარველობთ ბიჭოოო არ გაქვთ სინდის ნამუსი?? 21/08/2021“ – წერს სოციალური ქსელის მომხარებელი.

შეგახსენებთ, 21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 4 901 ადამიანი დიანფიცირდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 2586, ხოლო გარდაიცვალა 74 ადამიანი. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.

Share.