ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან გადადგა – რატომ დატოვა თანამდებობა ჯანდაცვის მინისტრმა?

0

ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ტიკარაძემ თქვა, რომ მისთვის ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე ყოფნა დიდი პატივი იყო.
მისი განმარტებით, იგი საქმიანობას “ქართულ ოცნებაში” გააგრძელებს და პოლიტსაბჭოს წევრი იქნება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა ტიკარაძესა და ღარიბაშვილს შორის გაჩენილ უთანხმოებას უკავშირდება.

ეკატერინე ტიკარაძე მინისტრის პოსტს 3 წლის განმავლობაში იკავებდა.

Share.