“ემიგრანტ ბებიას და დეიდას ჩამოვიყვან” – ნახეთ რას გეგმავს ნაჩუქარი მილიონით ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური

0

პირველი ოლიმპიური ოქროს მფლობელი ქართველი წლევანდელი ტოკიოს ოლიმპიადიდან, ლაშა ბექაური მთავრობის მიერ ნაჩუქარი მილიონი ლარით, ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრების სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს.
“პირველ რიგში ჩემი ბებია და დეიდა ემიგრაციაში არიან საბერძნეთში და მინდა ისინი ჩამოვიყვანო საქართველოში. დანარჩენზე არ მიფიქრია ჩემი პირველი სურვილი ესაა”, – ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი.

ლაშა ბექაურმა საქართველოს პირველი ოლიმპიური ოქრო გუშინ მოუტანა. ფინალში მან გერმანელი სპორტსმენი დაამარცხა.

Share.