“ერთი ბავშვი გარდაიცვალა, 2 კი მართვით სუნთქვაზეა…” – ნახეთ რა გახდა ახალშობილის დაღუპვის მიზეზი

0

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ კლინიკაში დაუდასტურეს.
გარდაცვლილი ჩვილი ალფა (ბრიტანული) შტამით იყო ინფიცირებული.
ცნობისთვის, კლინიკაში ამ დრომდე რჩება კოვიდინფიცირებული ორი ჩვილი, მათი მდგომარეობაც მძიმეა.
8 ივლისის მონაცემებით ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში სამი კოვიდდადასტურებული ჩვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე ამბოდა, რომ ორი ბავშვი 2 თვის ასაკისაა, ერთი კი 2 კვირის ახალშობილია.

loading...

კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი 2 თვის ჩვილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთიდან გადმოიყვანეს:
“მათ შორის ერთი ბავშვი აფხაზეთიდან გადმოყვანილია და მძიმეა, რადგან აფხაზეთში ძირითადად ე.წ. “დელტა” შტამი ცირკულირებს, ეჭვი გამიჩნდა, რომ საჭირო იყო ამ ბავშვის გმაოკვლევა სიმძიმიდან გამომდინარე”, – ამბობს ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, 3 ბავშვიდან ერთი კლინიკაში 29 ივნისს შეიყვანეს, ორი მათგანი კი- პირველ ივლისს. ამ დროისთვის უცნობია, კორონავირუსის რომელი შტამით არიან დაავადებული მართვით სუნთქვაზე მყოფი ბავშვები.

loading...
Share.