“ერთი წლოვანების ვართ ორივე, ფრანგი ბიზნესმენია და…” – ნახეთ ვინ არის ლოლა წერეთელის ბიზნესმენი შეყვარებული

0

“ბიჭი ჰყავს; არასდროს მიკითხავს, რატომ გაშორდა ცოლს. ერთი წლოვანების ვართ, საფრანგეთში ცხოვრობს” – ლოლა წერეთელმა რჩეული გამოაჩინა.
შეგახსენებთ რომ ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი გასულ წელს დაინგრა. ლოლა წერეთელმა საიდუმლოს ფარდა ახადა და ღიად განაცხადა, ვის გამო დაშორდა წყვილი.
ტელეწამყვანსა და მსახიობს ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“ სარესტორნო მომღერალი ლოლა წერეთელი ჰყავდა მიწვეული, რომელიც ცოტა ხნის წინ გიორგი წერეთელს დაშორდა. იამ ლოლას ბავშვობის მეგობარი იზოლდაც მოიწვია, რათა მათი დაშორების დეტალებზე ესაუბრათ.
ლოლას მეგობრის თქმით, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარდა, თუმცა ორი წლის წინ გიორგი ძალიან შეიცვალა, სახლში აღარ რჩებოდა, სულ რესტორანში იყო, დილით გადიოდა და საღამოს ბრუნდებოდა და მალევე გახდა ცნობილი, რომ მის ცხოვრებაში ახალგაზრდა ქალი გამოჩნდა.

ვიდეო:

Share.