”ერთმანეთის დეიდაშვილები დაიღუპნენ… წუხელ რატომ არ იყავი მათთან ღვთისმშობელო?…” – ნახეთ გუშინ ტრაგიკულად გარდაცვლილი ბიჭების ახლობლის სულისშემძვრელი წერილი

0

ლეჩხუმში დიდი ტრაგედია დატრიალდა. მძიმე ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. გარდაცვლილები 21 წლის გიორგი სანთელაძე და 28 წლის ლაშა ცხვედიანი არიან.
„ორი უწესიერესი ოჯახი დაიქცა გუშინ ლეჩხუმში – ასე ამბობენ ამ დროს ჩვენში. ორი ულამაზესი ბიჭი, ერთმანეთის დეიდაშვილები დაიღუპნენ ავტოავარიაში. ის შემთხვევაა, სამძიმრის სათქმელად ენა ვერ მოგიბრუნდება ადამიანს.
ერთის ოჯახს მთელი ცხოვრებაა, ვიცნობ – თხემით ტერფამდე წესიერებს, წიგნიერებს, სულით და ხორცით ნატიფებს, მორწმუნეებს – შეგნებით, ცხოვრების წესით, შინაგანი მრწამსით ნამდვილ ქრისტიანებს.

ერთხელ მოიყვანა ჩემთან ანამ პატარა გიორგი. გაოგნებული ვუყურებდი: თვითონ ანა სანთელაძე ხომ ანგელოზია და ეს გიორგი ნამდვილი ალენ დელონი იყო, კინოდან გადმოსული!

ახლოდან, შორიდან – ყოველთვის ვგულშემატკივრობდი სანთელაძეების ოჯახს, სულ ჩემს გულში იყვნენ ყველანი – მშობლებიც და შვილებიც.

ვერ მოვასწარი, რომ იმ პატარა, უკვე გაზრდილი, ულამაზესი გიორგისთვის მეთქვა, რომ ძალიან მიყვარდა და მეამაყებოდა, ისევე, როგორც მისი დაიკო – ჩემი თილისმა ანა!

ერთადერთი კითხვა მაქვს დღეს (არავინ შემახსენოთ, რომ ვმკრეხელობ): წუხელ სად იყავი, ღვთისმშობელო, რატომ არ იყავი იქ?” – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნანა აკობიძემ.

Share.