ეს აუცილებლად ყველამ უნდა იცოდეთ! – რა შეზღუდვები მოიხსნება ორშაბათიდან

0

კორონავირუსის მიერ დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა გრძელდება.
გთავაზობთ 4 შეზღუდვას, რომელიც ორშაბათიდან მოიხსნება:
8 ივნისიდან რესტორნებს სრულად მუშაობა შეეძლებათ. საუბარია, დახურული ტიპის რესტორნებზე, რადგან როგორც ცნობილია, ღია ტიპის რესტორნებს მუშაობის განახლების უფლება 1-ლი ივნისიდან მიეცათ.

loading...

ორშაბათიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა კვლავ აკრძალული დარჩება.

ასევე 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან. თუმცა, ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 ივნისიდან, ორშაბათიდან გაიხსნება სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა.

loading...

Share.