”ეს ეხება ყველას! ყველაფრის მკადრებლებს მივმართავ…” – ნახეთ ვინებს მიმართავს გიორგი გასვიანი

0

ცოტახნის წინ ცნობილმა ქართველმა ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა საზოგადოების იმ ნაწილს მიმართა, ვინც სოციალურ ქსელებში უარყოფილითი და აგრესიული კომენტარებით გამოირჩევა. გიორგის პოსტს უცვლელად გთავაზობთ
”ეხება ყველას! – პოლიტიკოსს, ჟურნალისტს, მომღერალს, მსახიობს, ტროლს, დიდს, პატარას, მღვდელს, ანტივაქსერს, ვაქსერს!!!

ყველაფრის მკადრებლებს მივმართავ, რომლებიც სოც ქსელში სიძულვილის მთავარი მთესველები ხართ! თუ კი ვერ გადაეჩვიეთ ამ სნეულებას და მაინც ილანძღებით, – თქვენთვის მაქვს რეცეპტი: წარმოიდგინეთ, რომ ბოლო დღეა თქვენს ცხოვრებაში და ხვალ კვდებით! როგორ სტატუსებს დაწერდით? როგორ კომენტარებს? ან საერთოდ მოიცლიდით სოც ქსელისთვის და ხალხის ლანძღვისთვის?!

ჰოდა ჩაატარეთ ეგ ექსპერიმენტი… და მიხვდებით, რომ ფუჭად ხარჯავთ ცხოვრებას!
P.s.✌🕺💃 დაგვიმესიჯეთ
0 903 300 359” – წერს გასვიანი

Share.