”ეს ვირუსი მე და ჩემს ქმარსაც გვქონდა და ლამის მოგვკლა, ეხლა გეტყვით რამაც გვიშველა…” – ქართველი მწერალი საიდუმლო რეცეპტს გვიმხელს

0

პოეტი მანანა ტონია შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:
“მეგობრებო, არ დამიჯერებთ, მაგრამ მე უკვე მქონდა ეგ იანვარში, მაგრამ არც ვიცოდი რა იყო და ექიმთანაც არ მივსულვარ, რადგან ექიმები არ მიყვარს… სიცხეც მქონდა და მახრჩობელა ხველაც, სურდოც… მეც და ჩემს მეუღლესაც. ალბათ გადაგვედო ერთმანეთისაგან. აი, რასაც ჰქვია ვკვდებოდი… მეგონა, უკანასკნელ წუთებს ვითვლი-თქო… თვეზე მეტი, რა წამლები ვყლაპეთ,მაგრამ შედეგი არ გვქონდა. მშრალი ხველა ღამეებს გვათევინებდა.

loading...

ბოლოს და ბოლოს, დავიწყეთ დაფნის ნახარშის სმა დილით და საღამოთი. (15 ფოთოლ ნედლ დაფნას ვხარშავდი ჩეფირივით, ზუსტად 8 წუთს, 15 წუთს ვტოვებდი თავდახურულ ემალის ჭურჭელში, მერე ვწურავდი და ასე თბილს ვსვამდით. წყალი 300 მლ. ეს არის ერთი ადამიანის ნორმა) ყოველ ჯერზე ახალი უნდა მოხარშოთ და მცირე ყლუპებით დალიოთ, ნაჭამზე, თორემ შეიძლება კუჭი გაგიღიზიანოთ) არ ვიცი, რამ გვიშველა, გაგვიარა კია და… ნამდვილად კორონა ვირუსი იყო. მაშინ არ იყო ეს აჟიოტაჟი ატეხილი… აკი თქვეს, რომ დეკემბრიდან მოყოლებული დადის ეგ ოხერი და ყველა მოვიხდითო. ნეტა მართლა ეგ ყოფილიყო და მოხდილი მქონდეს… მეორედ, ალბათ ვეღარ გავუძლებ ისეთ ცუდად ყოფნას.

ეს დაფნის ნახარში, იცოდეთ მაინც, რომ უძლიერესი ანტიბიოტიკია და ის ეთერზეთები, რომლებსაც შეიცავს დაფნა, ხველებას უხდება, სისხლ-ძარღვებს აფართოებს, არტერიულ წნევას დაბლა სწევს იმუნიტეტს, დიაბეტს და ძალიან ბევრ რამეს უხდება…

სვით ყოველ საღამოს პრევენციისთვისაც, არ გაწყენთ, მაგრამ მხოლოდ 10 დღე, მერე შეისვენეთ და კიდევ 10 დღე შეიძლება…“

loading...

Share.