“ეს მუტრუკი მეორეს ეუბნება, ამის დედაც, ესენი დღეს უნდა მოვ***აო…” – როგორ გადაარჩინეს კურიერებმა ორი უცხოელი გოგო სამი მოძალადისგან

0

კურიერი, თორნიკე ნინიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:
“ღამით ბათუმში სამი ვაჟკაცი მოძალადე 2 უცხოელ გოგოს აწუხებდა, ჯერ არ აცადეს საჭმლის ჭამა მერე ხელით ცდილობდნენ მანქანისკენ წაეყვანათ ხელიც კი ეტკინა გოგონას, შევატყვე ორივე მკაცრს უარზე იყვნენ რათქმაუნდა, ისიც შევატყვე, რომ მეორე გოგოს ცრემლებიც წამოუვიდა თვალიდან.
ეს მუტრუკი მეორეს ეუბნება ამის დედაც ესენი დღეს უნდა მო@@@ო რისთვის ვართ ჩამოსულებიო გაიხსენეო / ის პასუხობს ვცდილობ შეჩემა ჩავტენო მანქანაშიო
ამის თქმა და იქვე მდგომ თანამშრომელს დავუძახე და ერთად მივედით მათთან. მშვიდობა გაქვთთქო უთხარი! მე ცოტა ბოხი ხმით და ჩემმა მეგობარმა კისერი გადაატრიალა, უკან კიდევ რამდენიმე ათეული კოლეგა იყო რომლებიც ელოდებოდა ამათ საქციელს რას იზამდნენ.

ერთი გადაგვავლეს თვალი და სამივე მანქანაში ჩახტა გაიქცენ ეგრევე იქედან, გოგონები რომ მორჩენ ერთიმეორის ჩახუტებას ალბათ იფიქრეს გადავრჩით ამ სამი მხეცისგანო, მოტრიალდენ და გვეკითხებიან პოლიციაში როგორ დავრეკოთო, თურმე ერთ-ერთ გოგონას მანქანის ნომრისთვის გადაუღია ფოტო.
არც დავფიქრებულვარ და ავუკრიფე ტელეფონზე 112.
იმედია საკადრისად დაისჯებიან ისინი. ჩვენ კი დავიშალეთ მალევე და დავემშვიდობეთ გოგონებს”, – წერს კურიერი.

Share.