“ეს ქვეყანა აღარაა ღვთისმშობლის წილხვედრი, უფრო სატანის წილხვედრად ქცეულა, იცით რატომ…” – ნახეთ დეკანოზის სულისშემძვრელი მიმართვა

0

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ბაღდათის რაიონში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმიანება და პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
“რა ვთქვა აღარ ვიცი… მთელი პასუხისმგებლობა ამ უბედურებაზე ეკისრება ხელისუფლებას, უფრო კონკრეტულად უპირველესად ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას, რადგან არაფერი იღონა ამ უბედური ოჯახის გადასარჩენად, თუნდაც ნორმალური, კანონიერი საცხოვრებელ ფართში მათი შესახლებით.
სახლი კი არა, 300 ლარი არ მიუციათ ბავშვის მკურნალობისთვის. სოდომ-გომორზე უარესი ცოდვის მატარებელია ეს ქვეყანა, სადაც ზედაფენები არნახულ სიმდიდრეში არიან, სამაგიეროდ სოციალურად დაცველთა ბავშვები შიმშილობით და უპატრონობით იხოცებიან. ეს ქვეყანა აღარაა ღვთისმშობლის წილხვედრი, უფრო სატანის წილხვედრად ქცეულა, ვიდრე ღვთისა და მისი წმინდა დედისა, რადგან სადაც ღვთისმშობელია, იქ სამართალი და ურთიერთდახმარებაა, ხოლო საქართველოში უსამართლობა და გულქვაობა გაბატონებულა.
უბედურებაა ისიც, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვერ ახორციელებს სათანადოდ სოციალურ მსახურებას, რაც ეკლესიას ევალება მაცხოვრის მცნებათა და მოციქულთა სწავლებათა მიხედვით“,- წერს ჭიღლაძე.

loading...
loading...

Share.