“ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა, შემთხვევით მოხვდა დანა, მე მისი მოკვლა..” – ნახეთ რას ყვება ძმის მკვლელობაში ბრალდებული

0

19 წლის ფეხბურთელის, მიშო ახლოურის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა ძმამ, გიორგი ახლოურმა დუმილი სასამართლოს წინაშე დაარღვია.21 წლის ახალგზრდა ამბობს, რომ საკუთარი ძმის მოკვლა არც კი უფიქრია. გიორგი ახლოურის თქმით, მისი ძმა შემთხვევითობის მსხვერპლია.“მე ჩემი ძმის არც განზრახ მკვლელობა, არც განზრახ დაზიანება არ მინდოდა, ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა, შემთხვევით მოხვდა დანა. მე მისი მოკვლა არ მდომებია”,– თქვა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა.საბოლოოდ მოსამართლემ დაცვის მხარის პოზიცია, არ გაიზიარა და

loading...

21 წლის ბიჭი გლდანის ციხეში გაუშვა.გიორგი ახლოურს საზოგადოებრივი ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე იცავს. მისი თქმით, გიორგი ძმის განზრახ მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.ადვოკატის განცხადებითვე, 5 იანვრის ღამეს, ქეთევან წამებულის გამზირზე, ნაქირავებ ბინაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ბრალდებულის ემოციური და სულიერი მდგომარეობა ძალიან მძიმეა.“ეს იყო უბედური შემთხვევა, დიდი ტრაგედია და არა – დანაშაული. ძმისთვის სასწრაფო გიორგიმ გამოიძახა. 4-ჯერ დარეკა, ძმის გადარჩენას ცდილობდა და ვფიქრობ, დროული სამედიცინო დახმარება რომ აღმოეჩინათ, შეიძლება ბიჭი გადარჩენილიყო. “სასწრაფომ” დააგვიანა და ეტყობა, სისხლისგან დაიცალა”- აცხადებს ადვოკატი.თამარ გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფსკრიმინალური წარსული არ აქვს და ძმებს შორის სერიოზული კონფლიქტი არასოდეს ყოფილა.წყარო:geonewest.com

loading...
Share.