“ეს ძალიან სულისშემძვრელი იყო..” – ნახეთ რა დიდი ტრაგედია გადაიტანა თემურ წიკლაურმა წლების წინ

0

თემურ წიკლაურის ცხოვრება და მისი ხმის დრამატულობა მისმა ტრაგედიამ განსაზღვრა, ალბათ. 1983 წელს, მომღერლის 6 წლის ვაჟი, გიორგი წიკლაური ხარებას გარდაიცვალა. მომღერალს მიაჩნდა, რომ ეს უფლისგან მოვლენილი განსაცდელი იყო, რომელიც მძიმედ, მაგრამ მაინც გადაიტანა:
“ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა გიორგის დასაფლავების შემდეგ… ეს შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც” – ამბობდა მომღერალი.

გიორგის ფილტვების ანთება დაემართა, გაურთულდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს იყო. საოცარია, მაგრამ გიორგის 75 წლის მომღერალი მამის გარდაცვალების მიზეზიც ფილტვები აღმოჩნდა, კოვიდ-19-გან დაზიანებული ფილტვები…

პირადი ტრაგედიის მიუხედავად, თემურ წიკლაური სიმღერამ, სცენამ და მაყურებლის სიყვარულმა გადაარჩინა.
წყარო:iswavle.com

Share.