”ექიმები მთელი დღე დაფუსფუსებენ აქეთ-იქით, მათი სახეები უნდა გენახათ კონორავირუსზე პასუხი რო მოვიდა! აი ქართველობა, ახლა ყველაფერს მოგიყვებით”

0

სოციალურ ქსელში ინფექციურიდან თვითიზოლაციაში დაბრუნებული პაციენტის დღიურის ჩანაწერი ქვეყნდება. ჩანაწერს ჟურნალისტი ნატალია ქაჯაია აქვეყნებს.
„ფილტვები სუფთაა – ეს იყო პირველი პასუხი, ძალიან მნიშვნელოვანი, დამაიმედებელიც, მაგრამ არასაკმარისი. შემდეგ სისხლის კვლევა, ასევე კარგი პასუხით. მთავარი მაინც წინ იყო – ლუგარის ლაბორატორიის შედეგი. ეს პასუხი კი ღამის 1-2 საათამდე შუალედში უნდა მოსულიყო. დრო კი საშინლად იწელებოდა, ისევ ფეისბუქის ვიდეოზარებმა და რამდენიმე მეგობართან მესიჯობამ გადამატანინა.

loading...

ინფექციურში გუშინ, შუადღეს სამოგზაურო ისტორიით, უდიდესი სტრესით და 37 სიცხით მომიწია მისვლა. მშვიდად მომისმინეს, მერე ასევე მშვიდად გადაწყვიტეს რა გაეკეთებინათ და როგორ. ამ საგიჟეთში და ისტერიკაში რაც გარეთ ხდება და რაც თითოეულს გვჭირს ესენი როგორ ახერხებენ ასე ორგანიზებულად პაციენტების პატრონობას, დამშვიდებას და მკურნალობას მართლა არ ვიცი.

მადლობა მათ, განსაკუთრებით მარიკა ტუღუშს და თამრიკო ქართველიშვილს, ეს ექთანი კი გუშინ ჩემი იმედი იყო.

თქვენ არ იცით როგორ ფუსფუსებენ პაციენტებით სავსე საავადმყოფოს დერეფნებსა თუ ოთახებში ეს თეთრ კომბინიზონიანი ექიმები და დღეში რამდენჯერ უწევთ ამ ე.წ ეკიპირების ჩაცმა და გახდა რომ ინფექცია სხვა ადამიანთან სხვა პალატაში არ მიიტანონ, რამხელა ენერგიას ხარჯავენ და როგორ გულით აკეთებენ ამას. უნდა გენახათ მათი სახეები და ემოციები როცა ლუგარის ლაბორატორიიდან დოკუმენტი მიიღეს და იქ უარყოფითი პასუხი ამოიკითხეს, ზუსტად ის რეაქცია ჰქონდათ, რაც მე. გამომიშვეს სახლში და ვაგრძელებ თვითიზოლაციას“ – ვკითხულობთ პაციენტის ჩანაწერში.

loading...

Share.