“ეხლა მე გეტყვით რაც მოხდა.. წვი­მა იყოო, არა­ფე­რი წვი­მა არ იყო. მუხ­რუ­ჭებ­მა გა­უ­ცხე­ლა. მე რომ გა­მომ­ყო­ლო­და უკან…” – ნახეთ რას ამბობს მძღოლი, რომელიც ავარიის დღეს შატილში სხვა ტურზე იმყოფებოდა

0

ხევ­სუ­რეთ­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­კი­თხვე­ბი გრძელ­დე­ბა. დღეს სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლებ­მა ერთ-ერთი მძღო­ლი გა­მო­კი­თხეს, რო­მე­ლიც შა­ტილ­ში ავა­რი­ის დღეს სხვა ტურ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.
რა­მაზ სე­ბის­კვე­რა­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ ავა­რი­ის მი­ზე­ზი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რე გახ­და, რის გა­მოც მძღოლს მუხ­რუ­ჭებ­მა გა­უ­ცხე­ლა.

loading...

“მუხ­რუ­ჭებ­მა გა­უ­ცხე­ლა. მე რომ გა­მომ­ყო­ლო­და უკან, დათ­ვი­ჯვა­რი­დან, არა­ფე­რი არ იქ­ნე­ბო­და. იმი­ტომ, რომ მე იქი­დან მე­ო­რე-მე­სა­მე სიჩ­ქა­რით ჩა­მოვ­დი­ვარ, მუხ­რუ­ჭებ­მა გა­უ­ცხე­ლა, მეტი ვერ­სია რა უნდა იყოს მანდ.
გზა კარ­გი იყო. ზოგი ამ­ბობს, ტა­ლა­ხი­ან გზა­ზე რა­ტომ გა­უშ­ვეს, წვი­მა იყოო, არა­ფე­რი წვი­მა არ იყო, მშრა­ლი გზა იყო. ჩემს წინ წა­მო­ვი­და, რომ ჩა­მო­ვე­დი, გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო. გა­ვა­ჩე­რე და ვკი­თხე, რა ხდე­ბა, რო­გორ ხარ-მეთ­ქი, არა­ფე­რი, კარ­გად არის ყვე­ლა­ფე­რი­იო. მუხ­რუ­ჭებ­მა ხომ არ გა­გი­ცხე­ლა-მეთ­ქი და არაო, თუ გა­გი­ცხე­ლა,
მი­თხა­რი მეთ­ქი, არ და­მი­მა­ლოთ­ქო, არაო რას ამ­ბობ წადი და წა­მო­ვა­ლო, ხინ­კლის შეკ­ვე­თა უნდა განაცხადა მძღოლმა რამაზ სეფისკვერაძემ. წყარო:geonewst.com

loading...

Share.