89 წლის კაცმა 35 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. დანაშაული სოფელ ვეჯინში მოხდა.
მოკლულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი ბექა ჯანიაშვილი. ადგილობრივების ინფორმაციით, პენსიონერ მეზობელს და ჯანიაშვილს კონფლიქტი წლების განმავლობაში მიწის ნაკვეთის გამო ჰქონდა.
“წინდაწინ იყვნენ მომზადებულები, ჩაუსაფრდა და ისე მოკლა… მიწის გამო გვქონდა დავა, გამგეობაშიც იცოდნენ. მანამდე შვეხვდით, მკვლელის შვილმა თქვა, ვიღაცა უნდა მოკვდესო… მე ვუთხარი, რას ამბობ-მეთქი. ერთი გასროლის ხმა გავიგე, ვაიმე, შვილო ბექა, ხომ არ გესროლა – მეთქი, გავიქეცი და უკვე უკონტაქტო იყო, სულ სისხლიანი იყო, პულსი უკვე არ ესინჯებოდა. მიწის გამო მომიკლა შვილი, ეს რა გამიკეთა… სახელმწიფო ტერიტორია იყო, საერთო გზა გადიოდა ჩვენს ნაკვეთებს შორის. რა მეშველება მეორე შვილი დავკარგე…” – განაცხადა მოკლულის მამამ.