“ვაიმე ბავშვიო, მიშველეთო, განწირული ბღაოდა მძღოლი” – 11 წლის გოგონას დიდი დიღომში მანქანა დაეჯახა

0

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი შორენა სიხარულიძე დიღომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ადამიანებს დაშავებული გოგონას ჯანმრთელობისთვის ლოცვას სთხოვს.
„მსგავსი თხოვნით არასოდეს მომიმართავს თქვენთვის, აქაურო მეგობრებო, უბრალოდ ნაცნობებო, თუ ვირტუალურო მეგობრებო, მაგრამ ახლა, ძალიან მინდა, ყველას გთხოვოთ, ეკლესიურსაც და არაეკლესიურსაც, საერო პირსაც და სასულიერო იერარქიის წარმომადგენლებსაც, მტერსაც და მოყვარესაც – ყველამ, გთხოვთ, ყველამ მოიხსენიეთ ლოცვებში ან თუნდაც ერთი სანთელი აანთეთ 11 წლის მარიამის სახელზე.. უფალს მისი გამოჯანმრთელება სთხოვეთ, უმორჩილესად გთხოვთ…

პარასკევს, პეტრიწის ქუჩაზე, დიდ დიღომში, ფაქტობრივად ჩემს თვალწინ, მანქანა 11 წლის მოზარდ გოგონას დაეჯახა… აღარ მინდა იმ საზარელი სურათის აღწერა, რაც ვიხილე… აღარც მძღოლის განწირული ბღავილის გახსენება მინდა, რომელიც დედამიწას აზანზარებდა_ მიშველეთ, ბავშვიო… მაგრამ არასოდეს, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, არ წაიშლება ჩემი გონებიდან პატარა გოგონას, ერთ ადგილზე გაყინული მზერა… „არსაით” მომზირალი ზღვისფერი თვალები….სასწრაფოს გამოძახება კი შევძელი, თუმცა, მერე უკვე, ნერვული შოკისგან სრულიად ღონემიხდილმა, 3 უძილო ღამე გავატარე… ვერ ვპატიობდი საკუთარ თავს, რომ არ ვიკითხე ბავშვის მშობლების კოორდინატები…

სამდღიანი ძიების შემდეგ. დღეს ვიპოვე მისი ძმა, დედის და მამის მეგობარი, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარია… მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა… გოგონას ძმას დავეკითხე და მხოლოდ ამის შემდეგ ვწერ ამ პოსტს…გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, ყველამ ვილოცოთ პატარა მარიამისთვის ( ნათლობის სახელია მარიამი, ისე, ანანოს ეძახიან) ერთობლივ ლოცვას, მჯერა,დიდი ძალა აქვს და უფალი აუცილებლად შეისმენს, მოახდენს სასწაულს…განსაკუთრებით, ჩემს მეგობარ სასულიერო პირებს გთხოვთ, რომლებიც საკმაოდ მრავლად ხართ _ მიტროპოლიტებს, ეპისკოპოსებს, არქიმანდრიტებს, იღუმენებს და იღუმენიებს, სქემმღვდელმონაზვნებს, სქემიღუმენებს, მღვდელმონაზვნებს და ბერებს, დეკანოზებს, უბრალო მორჩილებს… ყველას, გთხოვთ, მონასტერში ვინც ხართ, შუაღამიანზე მოიხსენიეთ უძლურებასა შინა მყოფი მარიამი! მჯერა, აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – წერს შორენა სიხარულიძე.

Share.