”ვაი, მიშააა, მაქედან რომ გამოხვალ ნამდვილად ვერ გადამირჩები…” – ნახეთ რამ გააბრაზა ნანუკა ჟორჟოლიანი

0

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გრიგოლ ვაშაძის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და პატიმრობაში მყოფ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:

“ვაი, მიშააა, მაქედან რომ გამოხვალ ვერ გადამირჩები, გრიგოლ ვაშაძისთვის რომ ხმა მაქვს მიცემული :დ”, წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო კურსზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება.

Share.