“ვაჟი რომ გარდამეცვალა, ჩემთვის მზე აღარ ანათებდა, ჩემი სიცოცხლის მიზეზი ლაშაა” – ნახეთ რას ჰყვება ლაშა ბექაურის ბებია

0

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი – 21 წლის ლაშა ბექაური სახელმწიფოსგან მიღებული მილიონი ლარით, ემიგრაციაში მყოფი ბებიისა და დეიდის საქართველოში დაბრუნებას აპირებს.
“დიდი ხანია, რაც ლაშიკო ამას მეუბნება, – ჩამოდი, ბაბო, ჩამოდიო… ოჯახის წევრების ერთად ყოფნა ძალიან უყვარს. რა თქმა უნდა, ეგ სიტყვები რომ მოვისმინე, მესიამოვნა… ჩამოვალ და ჩემს ოჯახთან ერთად ვიქნები…”
“7 წლისაც არ იყო ლაშა, როცა ბიძა, ანუ ჩემი ერთ-ერთი შვილი გარდაეცვალა. ალბათ, კარგად არ ახსოვდა, მაგრამ ოჯახის წევრებს დამწუხრებულს რომ გვხედავდა, უნდოდა, სულ ბიძაზე ესაუბრა, რთული სიტუაციიდან გამოვეყვანეთ.

დაღონებულს რომ დამინახავდა, მოვიდოდა და მომეფერებოდა, – ბაბო, ასეთი დაღონებული ნუ ხარ, რა, გეხვეწებიო… მინდოდა თუ არა, ცრემლები უნდა შემემშრალებინა და მოვფერებოდი…”
“ყველა და ყველაფერი უყვარდა: ადამიანები, ცხოველები, ფრინველები… ყველა ასაკის ადამიანთან ურთიერთობდა. ზოგთან კურდღლისთვის მიდიოდა – ის კურდღელი მომეცი, ლამაზი თვალები რომ აქვს, უნდა გავაშენოო. ჰყავდა მტრედები…”

წყარო: ჟურნალი „გზა“

Share.