“ვერავინ შეგიყვარებს ჩემსავით, ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს, შეხვედრამდე..” – ნახეთ ტრაგიკულად დაღუპული ზურა ბაკურაძის მეუღლის სულისშემძვრელი მიმართვა

0

რა­ჭა­ში ტრა­გი­კუ­ლად და­რუ­პუ­ლი, ან­სამ­ბლ “ქარ­თუ­ლი ხმე­ბის” წევ­რის, ზურა ბა­კუ­რა­ძის მე­უღლე ნა­თია კო­ბა­ხი­ძე “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე მიმართვას აქ­ვეყ­ნებს:
“მე მარ­ტო ჩემი მე­გო­ნე და თურ­მე რამ­დე­ნის­თვის გა­გი­ნა­წი­ლე­ბია შენი თბი­ლი გული. “ჩემი ბევ­რი” ხარ-თქო და “ჩემი ტკბი­ლი” ხარ-თქო სულ გე­უბ­ნე­ბო­დი, ზურ, მაგ­რამ ამ­დე­ნი თუ იყა­ვი და ასე­თი ტკბი­ლი კი­დევ ვერ ვხვდე­ბო­დი. უამ­რა­ვი გან­საც­დე­ლი გა­მო­ვი­ა­რეთ. გვებ­რძო­და ეშ­მა­კი, ჩვენს სიყ­ვა­რულს ებ­რძო­და და

loading...

ამი­ტო­მაც გა­გიყ­ვა­ნა უფალ­მა ასე მალე, რომ ამ არა­ამ­ქვეყ­ნი­ურ გრძნო­ბას არა­ფე­რი და­მუქ­რე­ბო­და. ბევ­რს ყვა­რე­ბი­ხარ, მაგ­რამ ჩემ­სა­ვით მა­ინც ვე­რა­ვინ შე­გიყ­ვა­რებ­და. ყვე­ლას თა­ვი­სი წილი ზურა და­აკ­ლდა, მაგ­რამ მარ­ტო მე ჩა­მო­მემ­ხო ცხოვ­რე­ბა თავ­ზე.

შენ გაფ­რინ­დი ცაში ან­გე­ლო­ზად, მე კი დამ­ტო­ვე ცივ კლდე­ზე დაგ­დე­ბულ უსა­ხურ ლო­დად. ბოლო ძა­ლას მო­ვიკ­რებ და ვი­ლო­ცებ შენი ლა­მა­ზი სუ­ლის­თვის, რათა და­იმ­კვიდ­რო ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი. შეხ­ვედ­რამ­დე, ზურ, იქ უკვე ვე­რა­ვინ და ვე­ღა­რა­ფე­რი დაგ­ვა­შო­რებს, მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე, მად­ლო­ბა, რომ და­ი­ბა­დე ჩემ­თვის, ჩემო “ბუ­თუ­სა”.
წყარო:geotime.club

loading...
Share.