”ვერც კი ვფიქრობ ოდესმე როგორ იყვნენ ერთად…” – ნახეთ მარიამ გეგუჩაძე მშობლების ურთიერთობაზე გამაოგნებელ სიმართლეს ამხელს

0

სამოქალაქო აქტივისტმა, ცნობილი ჟურნალისტის შვილმა მარიამ გეგუჩაძემ მშობლების შესახებ გადაცემაში „სთორი“ ისაუბრა. მარიამი დედ-მამას განსხვავებულ ადამიანებად ახასიათებს და ამბობს, რომ ვერც კი წარმოუდგენია რა ნახეს მისმა მშობლებმა ერთმანეთში საერთო.
„დედა და მამა ერთად არ მახსოვს, პატარაობიდან ვიცი რომ დაშორებულები არიან, როდესაც გავიზარდე გაოგნებული დავრჩი იმდენად განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან, რომ ვერც კი ვფიქრობ ოდესმე ერთად როგორ იყვნენ.

აბსოლუტურად სხვა და სხვა ტიპები არიან, ცხოვრების რიტმით, მსოფლმხედველობით, მენტალობით. ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თუმცა ის რომ ჩემი მშობლები განქორწინებულები იყვნენ კომპლექსები არ დაუტოვებია ჩემთვის“, – ამბობს მარიამ გეგუჩაძე გადაცემაში „სთორი“.

Share.