ძალიან სამწუხარო ინფორმაცია: ვინ არის და როგორ გარდაიცვალა კორონავირუსით დაინფიცირებული მეექვსე პაციენტი

0

საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა. თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, 83 წლის კაცს არაერთი თანმდევი ქრონიკული დაავადება ჰქონდა და ის კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.

loading...

“ბატონი იყო ტერმინალურ მდგომარეობაში. ჰქონდა ქრონიკული პათოლოგიები. ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, ყველა სარქვლის ნაკლოვანება. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა და დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი” – თქვა რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 139 ადამიანი.

loading...

Share.