ვინ არის ლომისობის დღესასწაულზე გარდაცვლილი მამაკაცი და რა გახდა რეალურად მისი გარდაცვალების მიზეზი

0

დღეს ლომისობის დღესასწაულზე ტრაგედია დატრიალდა.
მლეთის მთაზე ტაძარში მოსალოცად ასული მამაკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 56 წლის ონისე ვარდიაშვილია. ის სოფელ დიღომში ცხოვრობდა და ლომისობის დღესასწაულზე ახლობლებთან ერთად იყო წასული.

loading...

მლეთის მთაზე წმინდა გიორგი ტაძრამდე მომლოცველები რთულ გზას ფეხით გადიან. სალოცავთან ასული ონისე ვარდიაშვილი კი უეცრად შეუძლოდ გახდა.წინასწარი ვერსიით, მას სავარაუდოდ გულის შეტევა დაემართა. ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ტრადიციულად სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ცხედარი თბილისში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

loading...

Share.