ნათელმხილველმა მითხრა, რომ ბავშვს გავაჩენდი, რომელიც მთელს ოჯახს დაგვხოცავდა, არ დავიჯერე მისი ნათქვამი, მაგრამ თურმე მართალს მეუბნებოდა

0

” 25 წლის ასაკში გავთხოვდი, მაშინ 25 წელი უკვე ძალიან გვიანი იყო. დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნით, აუცილებელი იყო ჩემი გათხოვება, რომ მეზობლებს არ ელაპარაკათ, მოკლედ ისე მოხდა ყველაფერი როგორც ხდება ხოლმე. გარიგებით გამათხოვეს, ჩემი მომავალი ქმარი სამჯერ ვნახე.
კარგი ოჯახი იყო, შეძლებული და ძლიერი. ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ყველას მაინც ერთი უცნაურობა სჭირდათ, ყოველთვის გაურბოდნენ გარდაცვლილ ბაბუაზე საუბარს თავს. ყველაზე ყველაფერი გავიგე, მაგრამ იმას საერთოდ არ ახსენებდნენ და თუ ახსენებდნენ ისიც ნეგატიურად. ქმარი იდეალური შემხვდა და მალე შემიყვარდა, დედამთილ-მამამთილიც ძალიან თბილები და მზრუნველები იყვნენ.

მალე დავფეხმძიმდი. 2 თვის ვიყავი როცა ძილთან დაკავშირებული პრობლემები დამეწყო, გამუდმებით ვხედავდი კოშმარებს და დაძინებისაც მეშინოდა. ჩემმა დედამთილმა თავიდან დამამშვიდებლები დამალევინა, ცოტა იმოქმედა მაგრამ შემდეგ ექიმმა აგვიკრძალა, რადგან ნაყოფზე ცუდად იმოქმედებსო. ტაძარშიც ვიყავით, აღსარება ჩავაბარე, ვეზიარე, მოძღვარს სულ ვესაუბრებოდი მაგრამ შედეგი არ მქონია. ყოველ ღამით კოშმარები არ მასვენებდნენ. შემდეგ ჩვენმა მეზობელმა გვირჩია მეზობელ სოფელში მკითხავთან წასვლა, ბევრი მოურჩენია და იქნებ გიშველოსო. არასდროს მწამდა მკითხავების და ვითომ ნათელმხილველების მაგრამ უძილობამ ისე გამტეხა დავთანხმდი.

რომ მივედით ეს ქალი მეუბნება, მუცელში ბოროტების ნაყოფი გიზის, სანამ რამე დაუშავებია წადი ექიმთან და მოიშორეო. მე ვთქვი, თქვენ ხომ არ გადაირიეთ რას მელაპარაკებით მეთქი, დამჯდარი არ ვიყავი სკამზე წამოვხტი და წამოსვლას ვაპირებდი, რომ მომაძახა, თქვენს ოჯახს იმხელა ცოდვა აწევს, ეგ ბავშვი შურს იძიებს და ყველას დაგხოცავთო, იცოდე ბოროტება არ იკარგება და უკან ათმაგად დაგიბრუნდებათო. მე სასაცილოდაც არ მეყო მაგრამ, აი ჩემი დედამთილი კი გაფითრებული და ენა წართმეული იჯდა, კედელს მისჩერებოდა და კანკალებდა. ხელი მოვკიდე, სულ გაყინული და გაქვავებული იყო, წამოდი წავიდეთ გიჟია ეს ქალი რას უჯერებ მეთქი და ადგილიდან ძლივს დავძარი. სახლში ისე მივედით ხმა არ გამცა, შევიდა თავის ოთახში და ჩაიკეტაა. მაინტერესებდა რა ცოდვას ახსენებდა ის მკითხავი და ჩემს ქმარს ვკითხე, განა რა ცოდვა გაქვთ ასეთი მკითხავმაც რომ მოჰკრა ყური თქო, ვთქვი სიცილით, მან კი არ მიპასუხა.

ბავშვი გაჩნდა, გოგონა იყო. არ ვიცი როგორ ვთქვა ეს, მაგრამ პირველად რომ დავინახე შიშის გრძნობა დამეუფლა, მაშინვე იმ მკითხავის სიტყვები გამახსენდა. თვალები კი, როგორც კაკლის მურაბა ისეთი შავი ჰქონდა და აბრიალებდა. მალე გამიარა ამ შიშებმა და დედობრივმა სიყვარულმა ყველაფერი გადაფარა. ოჯახს დიდი სიხარული ეწვია, ცოტა ბებია კი იქცეოდა უცნაურად მაგრამ მას ყურადღებას აღარავინ აქცევდა. ბავშვი ძალიან ნერვიული იყო, სულ ტიროდა. დღე და ღამე გასწორებული მქონდა. ძუძუს ვაჭმევდი, ეგეც იქამდე სანამ ერთმა კბილმა არ ამოყო თავი და მკერდიდან სისხლი არ მადენინა ისე ჩამასო. ბავშვზე ფიქრებს იმ ქალის სიტყვები მოსდევდა, ვეღარ ვივიწყებდი რადგან ჩვეულებრივი ბავშვი არ მყავდა გაჩენილი, მაინც თავს ვაჯერებდი იმით, რომ ფეხმძიმობისას რომ არ მეძინა ამან ბავშვზე იმოქმედა თქო.

9 თვისამ პირველად გადადგა ნაბიჯი. ვიღაც რომ მოდიოდა იმალებოდა, იშვიათად თუ იცინოდა, სათამაშოები თავზე საყრელი ჰქონდა, მაგრამ ერთი თოფი უყვარდა განსაკუთრებით, სულ ხელში ეჭირა და ძილის წინ გვერდით ედო. წლის და 7 თვის იქნებოდა როცა ეზოში ყოფნისას ჩემი თვალით ვუყურებდი, როგორ შემოხვია ორივე ხელი კნუტს და კისერი მოსტეხა, ჩავირბინე კიბეებზე და რომ შევხედე, ისეთი ნასიამოვნები თვალებით და ბოროტი ღიმილით ამომხედა შემეშინდა. როცა ვაძინებდი, კარებებს და ფაბჯრებს ვკეტავდი. რამდენიმე თვეში გალიიდან თუთიყუში გამოუყვანია და ისიც სადისტურად მოუკლავს. ტელევიზორში გასართობ გადაცემებს რომ ვურთავდით ერთი თვალითაც არ უყურებდა, მხოლოდ მკვლელობებზე მოსწონდა ფილმები. პედიატრი ამბობდა ჩემი პრაქტიკის მანძილზე ასეთი ბავშვი არ მინახავსო…

ჩემი დედამთილი საერთოდ სახლიდან წავიდა. მიზეზი მოიდო გაციებული ვარო და თავის დასთან იყო რამდენიმე თვე. მე კი იმ მკითხავის სიტყვები სულ თან დამსდევდა.

3 წლისამ სამზარეულოდან დანა მოიპარა და ჩემი მაზლის მონადირე ჯიშის ლეკვი ნაკუწებად დაჭრა. აივანზე სისხლის გუბეში იჯდა მის წინ სისხლში ამოსვრილი ლეკვის თავი, გვერდით კუდი და ყურები ეყარა, რომ მივედი დანარჩენ სხეულს ანაწევრებდა და არადამიანური ხმით იცინოდა.

მე უკვე მიკარებაც მზარავდა, ისიც აღარ მაინტერესებდა იმ დანით დაიშავებდა თუ არა რამეს.

ჩემს ქმარს დავუძახე და იმან აბანავა.

მეორე დღეს წავედი იმ ქალთან. სახლში რომ შევედი ეზოში მისი შვილიშვილები თამაშობდნენ ისე, როგორც უნდა ითამაშოს ბავშვმა და არა ისე, როგორც ჩემი შვილი თამაშობს. ის მოხუცი ქალი უკვე ლოგინად იყო ჩავარდნილი, აღარც იღებდა არავის და სიკვდილის მოლოდინში მშვიდად ტკბებოდა ოჯახის წევრების სტუმრობით. რომ შევედი მითხრა, ვიცოდი რომ მოხვიდოდი, ისიც ვიცი რატომაც მოხვედი და ისიც ვიცი რომ არ დამიჯერეო ნანობო, მაგრამ ვიცოდი რომ მოხვიდოდი და გელოდებოდიო. ყველას ანიშნა გადითო, მე ლოგინთან მიმიხმო და მითხრა: შენი ოჯახის წინაპარმა ორი მოზარდი ჩაცხრილა, როცა ისინი თავის მამას გადაეფარნენო. არ დაუჭერიათ და არც სასჯელი მოუხდია, რადგან მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ ცხოვრებაშიც ასეთი დაუნდობელი იყოვო. როცა მოხუცდა, არავინ იცის მისი მოკლული ბავშვები რატომ გაახსენდა, ალბათ სინდისმა შეაწუხა და სიბერემ გატეეხა, გადაწყვიტა პატარა ეკლესიის ასენება მათ სახელზე და თავისი ცოდვების გამოსყიდვაო, მაგრამ იმ ეკლესიის მშენებლების სისხლიც კი იქვე დაღვარა ისეთი ბოროტი სული იყოვო. შუა ზაფხულში, პაპანაქება შუადღეზე მშენებლებმა ვეღარ შეძლეს საქმის გაგრძელება და ჩრდილს შეეფარნენ, რომ მივიდა და ეს ამბავი დახვდა, ხელჯოხი მოიქნია და ერთ-ერთი მუშას თავი გაუტეხაო. შენი შვილი სწორედ იმ შენი ქმრის ბაბუის ცოდვების ნაყოფია, რომელიც იძიებს მის ოჯახზე შურს, ერთადერთი გზა რითიც შეგიძლია ამ ოჯახს და შენც ეს წყევლა მოაშორო შენი შვილის სისხლის დაღვრა მოგიწევსო.

– ჩემი შვილისადმი სიყვარული შიშმა კი შეცვალა, მაგრამ შვილს ვერ მოვკლავ მეთქი, მაშინ მოკიდე შენს შვილს ხელი, წაიყვანე იმ ბავშვების საფლავზე, გაუჭერი მარჯვენა ხელი, რომლითაც მისმა წინაპარმა ის ბავშვები დახოცა და იმდენი წვეთი სისხლი დაღვარე მათ საფლავზე რამდენი წლისებიც იყვნენო. შემდეგ სასაფლაოს გვერდით პატარა ეკლესიაა, იქ მიიყვანე და კარი ჩაუკეტე. დილით, მამლის ყივილამდე არ გამოუშვა იქიდან, იცოდე დედობრივმა გულუბრყვილობამ არ შეგაცდინოს, თორემ უარესს დაგმართავთ ვიდრე იმ ლეკვს და კატასო.

მაშივნე სახლში გავიქეცი, ბავშვს ხელი მოვკიდე, ჩემი ქმრის მანქანაში ჩავსვი და საფლავზე წავიყვანე. ძლივს მივაგენი საფლავს, დავაყენე ჯერ ერთი ანგელოზის წინ და ხელი გავუჭერი, წარბიც კი არ შეუხრია ისე იდგა. 13 წვეთი. შემდეგ მეორეზე 11 და ბოლო მეთერთმეტე წვეთზე გონება დაკარგა და საფლავზე დაემხო. ავიყვანე ხელში, წავიყვანე ეკლესიაში, მოვასულიერე დავსვი და კარები გამოვუკეტე. თითქოს ყველაფერი სიზმარი იყო, ვზივარ მანქანაში და ვფიქრობ ნუთუ ეს სიმართლეა, ნუ ეს მართლა მე გავაკეთე? მანქანა ახლოს მყავდა ეკლესიასთან, ტელეფონიც გამოვრთე და დაველოდე. მალე ტირილის და კივილის ხმები მესმოდა, გაურკვეველი ბღავილი და მსხვრევა. გული არ მითმენდა მაგრამ, ერთხელ რომ არ დავუჯერე იმ ქალს იმიტომაც აღმოვჩნდი ამ დღეში და გავუძელი. გავუძელი და ჩამეძინა. ფანჯარა ჩაწეული მქონდა და დილის სუსხმა გამაღვიძა, არმოსავლეთიდან ცა უკვე გაღიავდა, გადმოვხტი მანქანიდან მივვარდი ეკლესიის კარებს, გავაღე და რას ვხედავ, თითქოს აქ პატარა ბავშვი კი არა მთელი ჯარი იყო და ანგრევდა იქაურობას, ყველაფერი დალეწილი და დამტვრეული იყო, ფარდები ჩამოგლეჯილი, ხატები ძურს ეყარა დამტვრეული. ბავშვი კი იქვე კუთხეში იჯდა სეშინებული და რომ დამინახა ტირილი დაიწყო, ისეთი ტირილი კი არა რიგორც ადრე, ახლა როგორც ბავში ისე ტიროდა. ხელში ავიყვანე, გარეთ გამოვსვლა და ამ ეკლესიიის ერთიანად ჩამონგრევა ერთი იყო. პირდაპირ მიწასთან გასწორდა.

მე შვილი დავიბრუნე, რომელიც მანამდე არასროს ყოფილა ჩემი. აღარც მისი თვალები იყო შავი, გაუღიავდა, აღარც თოფით თამაშობდა, გასარტობ გადაცემებზეც კისკისებდა და ცხოველებზეც უზომოდ იყო შეყვარებული. ბებიაც დაბრუნდა, ოჯახმაც შვებით ამოისუნთქა, საერთოდ გაქრა ის დაძაბული აურა. ამდენი წლის შემდეგ კი მე დღეს – ბედნიერი ვარ!

აკეთეთ სიკეთე! არ გაიკაროთ ბოროტება, რადგან ის თქვენ თუ არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს მოეკითხებათ. ცოდვები კი გულწრფელად მოინანიეთ და არა მოჩვენებით, რადგან უფლის განგებას ვერავინ დაუდგება წინ.”

ნინო ხერხეულიძე

Share.