”ვშიმშილობდი, 4 დღეში 4 კილო დავიკელი…” – ნახეთ მაიკო ასათიანის პოსტმა გულშემატკივრები ააღელვა

0

მაია ასათიანმა, 4 დღეში 4 კილოგრამი დაიკლო. ამის შესახებ ტელეწამყვანი სოციალური ქსელის მომხმარებლებს უყვება.
როგორც მაია ასათიანი ამბობს, ბოლო დროს წონაში საგრძნობლად მოიმატა და ზედმეტი კილოგრამების მოშორება დიეტით გადაწყვიტა, რომელიც თავად მოიგონა.
“ბევრმა თქვენგანმა მომწერა, რომ გიხდება წონის მომატებაო, მაგრამ უმეტესობა კითხვა იყო, რა დიეტაზე ვარ.

არასწორად მოვიქეცი, ჩემი თავი დავსაჯე თუ რა ვქენი, არ ვიცი, რაღაც ჩემი დიეტა მოვიგონე, 4 კილოგრამი მაქვს 4 დღეში დაკლებული. ფაქტობრივად, ვშიმშილობდი, მხოლოდ კეფირზე ვიყავი, ოღონდ ძალიან გახარებული ვარ ამ ყველაფრით. წერილები მომივიდა, რომ ეს არ არის სწორი, რადგან ახლა უნდა იზრუნო, რომ ეს დაკლებული 4 კილოგრამი შეინარჩუნოო. ასე მომწერეს, რომ ჯერ შეინარჩუნე და მერე გააგრძელეო.
მგონი, ასეთი ველური მეთოდებით დაკლება მთლად სწორი არ არის…”, – ამბობს მაია ასათიანი ვიდეოში.

Share.