ზურაბ ზვიადაური ახლახანს მისი ძმის დაკრძალვაზე ბადრაგმა მიიყვანა – ნახეთ სულისშემძვრელი კადრები

0

ზურაბ ზვიადაური ბადრაგმა ძმის დაკრძალვაზე მიიყვანა. დაკრძალვაზე მივიდა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურიც.
„ბატონი ზურაბი დანაშაულს არ აღიარებს, იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. მოქმედებდა მართლზომიერად. თავდამსხმელი კი მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებდა. რაც გააკეთა იძულებული იყო გაეკეთებინა, რათა საკუთარი და ძმის სიცოცხლე გადაერჩინა.
ზურაბ ზვიადაური თავდამსხმელს საერთოდ არ იცნობდა. ცდილობდა, თავისი ძმა გამოეყვანა ადგილიდან, შარს აერიდებინა, თუმცა ვერ მიუსწრო, იმიტომ რომ თავდამსხმელი უკვე ისროდა იარაღს”, – აცხადებს ზვიადაურის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე .
შეგახსენებთ, ზურაბ ზვიადაურს გუშინ, თელავის სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ვიდეო:

Share.