“ზურაბ ზვიადაური იტყუება და… ნუ ამოსვრიან ჩემი პატიოსანი შვილის სახელს ტალახში…” – ნახეთ ზურაბ ზვიადაურის მოკლული ბიჭის დედის სულისშემძვრელი განცხადება

0

27 წლის ნიკა კენჭოშვილის მშობლები კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კენჭოშვილს ბიზნესი ჰქონდა და ძმებ ზვიადაურებთან სისხლიანი გარჩევა ბიზნესწილების გამო მოხდა.
„ჩვენი მიზანი არ არის ზვიადაურის დასჯა, ჩვენთვის მთავარია, ნიკას ცილი არ დასწამონ”, – ამბობს გარდაცვლილის დედა.
კენჭოშვილის ოჯახის წევრების თქმით, ოლიმპიური ჩემპიონი იტყუება, როცა ამბობს, რომ დაჭრილები საავადმყოფოში პირადად მიიყვანა.
„რის კრიმინალი. ვაიმე ხალხო, ისეთი კეთილი ბავშვი იყო. ფიზიკურად შრომობდა. წავიდა თავის ბიძაშვილებთან ერთად და ფიზიკურად შრომობდა.
უბრალოდ, ნუ ამოსვრიან ჩემი პატიოსანი შვილის სახელს ტალახში.

მე ვამაყობდი მაგ სპორტსმენებით. იმათი დედებიც ძალიან მეცოდება. წარმომიდგენია რა დღეში არიან. მაგრამ ვაიმე რატო, რატომ მივიდნენ 27 წლის ბიჭთან ამხელა კაცები“, – ამბობს ნიკა კენჭოშვილი დედა „ტვ პირველთან“ საუბარში.

ტრაგიკული შემთხვევა წინანდალში 16 აგვისტოს მოხდა.

3 ადამიანი მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური მოკლეს.

შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.
ვიდეო:

Share.