”თავის მეგობარ ხატიას კითხულობს, ჯერ არ იცის, რომ ის საზარელ ავარიას ემსხვერპლა” – შატილის ტრაგედიისას გადარჩენილი ნატალია ავარიის დღეს იხსენებს

0

შატალის ავტოკატასტროფისას გადარჩენილი ერთ-ერთი პაციენტი ნატალია თხელიძეა, ის ტვ პირველთან ავარიის დღეს იხსენებს და თავის მეგობარ ხატიას კითხულობს, მან ჯერ არ იცის, რომ მეგობარი საზარელ ავარიას ემსხვერპლა…
„თაფლის საყიდლად გავჩერდით, მანდ წყდება, აღარაფერი მახსოვს… მხოლოდ ის, რომ ქარი იყო, მაგრამ გზა არ მახსოვს. ვერ ვისადილეთ. გვინდოდა წამოვსულიყავით და ქვემოთ გვესადილა, სადმე რესტორანში…. ჩემი მეგობარი ხატია უნდა იყოს კარგად, როგორც – მე.” – ამბობს ნატალია.

loading...

შატილის ტრაგედიას გადარჩენილ სამივე პაციენტს შემთხვევის დეტალები არ ახსოვთ. “შატილის მოგზაურობის ისტორია მათი მეხსიერებიდან საერთოდ ამოვარდნილია, მაგრამ წარსული ყველაფერი ახსოვთ”, — ამბობს რატიანი.
წყარო: ambavi.cc

loading...

Share.