”თამარი ტიროდა და ამბობდა არ მინდა ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა ტყეში ჩემი ცხედრის ნახვა მოუწევთო” – რა ჩანაწერები აჩვენეს ჟურნალისტებს პროკურატურაში

0

გენერალურ პროკურატურაში ბაჩალიაშვილის საქმეზე გამართული ბრიფინგის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს უჩვენეს ვიდეო კადრები და მოასმენინეს აუდიო ჩანაწერები, სადაც ისტყეში თვითმკვლელობის სურვილზე საუბრობს.
პროკურორები ამ ვიდეოების და აუდიოჩანაწერების გასაჯაროვებას აპირებდნენ, თუმცა პროკურატურამ აღნიშნული ჩანაწერები, მძიმე შინაარსის გამო, არ გაასაჯაროვა. ასევე ამ მასალების გამოქვეყნება გოგონას პირადი სივრცის და ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინების გამოც გადაიფიქრეს.

loading...

ჟურნალისტებმა აუდიოჩანაწერები მოისმინეს, ყველა მათგანი ემოციურად საკმაოდ მძიმე მოსასმენი იყო, რადგან ყველა ჩანაწერში თამარ ბაჩალიაშვილი ტიროდა.

ყველაზე დასამახსოვრებელი, მძიმე და ემოციური, რაც ჟურნალისტებმა პროკურატურაში მოისმინეს, ბოლო ჩანაწერი იყო. „არ მინდა ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა ტყეში მოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა მოუწევთ.“ – ამბობს თამარი ერთ-ერთ ეპიზოდში.

პ.ს. პროკურატურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს საერთო ჯამში 5 ვიდეო და აუდიოჩანაწერი აჩვენეს. მათგან ორში თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებაც ჩანდა
წყარო:ambavi.cc

loading...

Share.