“თვალი გამექცა სანდრასკენ, ღაწვები და თვალები სულ სველი ჰქონდა ცხვირსახოცს იშველიებდა..” – ნახეთ მედეა ვასაძე სანდრა რულოვსზე სრულიად უცნობ ამბავს იხსენებს

0

მედეა ვასაძე სანდრა რულოვსზე ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს. წერილს უცვლელად გთავაზობთ:
”სანდრა…
პრესაში,არჩევნების თემასთან დაკავშირებულ სტატიაში,იგი მოხსენიებული იყო,როგორც მ.სააკაშვილის ყოფილი მეუღლე,თუ არ ვცდები,ბატონ მიშასაც,სადღაც აღნიშნული აქვს მსგავსი ამბავი. ამ საკითხისადმი ისეთი მორიდება აღმომაჩნდა,რომ ყური დავიხშე და კითხვაც კი არ დამიძრავს,ანუ,თვალი დავიბრმავე და ყური ავარიდე.
დღეს,როცა,საარჩევნო ოლქიდან ღამენათევი და უსაშველოდ დაღლილი დავბრუნდი სახლში და ვსაჭიროებდი დასვენებას,სანამ რული მომეკიდებოდა,ფიქრი,სადღაც გამექცა და ქალბატონი სანდრა რულოვსი გამახსენდა…

ერთ-ერთი საარჩევნო შეხვედრის დროს გავიცანი-სადა,მომღიმარი,ლამაზი აღნაგობის,ქცევაში მოკრძალებული,მშვენიერი,შენელებული ქართულით მოსაუბრე,აქცენტით,მაგრამ ისეთი ქართულით,თითოეული სიტყვისა და სასვენი ნიშნის ადგილი და მნიშვნელობა რომ იცოდა…
ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო…მქონდა შინაგანი დისკოფორტი (რაც,ალბათ,გარეგნულადაც მეტყობოდა) თავს ძალას ვატანდი გამეხსენებინა,ჩემი,ყველა გამონათქვამის ფორმა და შინაარსი,ანუ,ვაანალიზებდი,დატოვებული მქონდა თუ არა,პოლიტიკის მიღმა,მასთან ურთიერთობაში,უკან დახევის შესაძლებლობა…
მშვენივრად აეწყო ის ხანმოკლე,ნაუცბადევი ურთიერთობა. სადილობის დროს რამდენიმე ადამიანი სუფრასთან შევიკრიბეთ. თბილისში გახლდით,მაგრამ, ერთი,ჩვენი კუთხის,ანუ,ჩვენებური კაცი გვმასპინძლობდა,მალხაზ მაჩალიკაშვილი გვახლდა მეუღლით-ქალბატონი მედიკო მარგოშვილით.

ისე,როგორც ხშირად,ნებისმიერ ქართულ სუფრაზე,თამადამ,დედის სადღეგრძელო წარმოსთქვა,რასაც მოჰყვა უხვსიტყვაობა,სევდა და სიხარულიც. ის იყო,რომ სათქმელი ამოწურული მეგონა და ურთიერთშორის საუბარმა შინაარსი შეიცვალა,რომ სანდრასკენ თვალი გამექცა ხელის მკვეთრი მოძრაობის გამო,რომლითაც,ცხვირსახცს იშველიებდა. თვალები და ღაწვები სველი ჰქონდა და თეფშსჩაშტერებოდა…ხომ მშვიდობაა-მეთქი-ვიკითხე მორიდებულად…მენატრება…დედა მენატრება-ო ჩურჩულით თქვა და ემოციისთვის ბოდიში მოიხადა…არ ვიცი,რა დამემართა,რატომ მეგონა,რომ დედები,ჩვენში სხვადასხვაგვარ და განსხვავებულ ემოციებს იწვევდნენ,ან,ის რატომ მეგონა,რომ სანდრას,დედა,არ შეიძლებოდა მონატრებოდა და ეს მონატრება,თავისი შინაარსითა და სიღრმით იდენტური კი არა,მსგავსიც კი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. მოკლეხნიანი სიჩუმის შემდეგ,მისი მხრებისკენ ხელი წავიღე და ვკითხე-ხომ გაქვთ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა?! კი-ო-მიპასუხა და გაიღიმა,აი,მე,კი,ეს წართმეული მაქვს-მეთქი-ვუპასუხე და მაშინვე ვიგრძენი,ჩვენს შორის საოცარი სითბოსა და სიახლოვის ჩამოდგომა,რომელიც ძალიან შინაურული,ანუ, “ჩემებური” იყო.
შემდეგი შეხვედრა ასევე საარჩევნო კამპანიას უკავშირდებოდა,რომელსაც,გიული ალასანია ესწრებოდა.ღონისძიების დამთავრების შემდეგ ქალბატონმა გიულიმ რამდენიმე თავის მეგობართან ერთად “უკრაინოჩკაში” დამპატიჟა. ადგილზე საინტერესო ქალბატონები დამხვდნენ,მათ შორის,ქალბატონი მანანა ჯებაშვილი.ქალბატონი გიულის დაბადების დღე ყოფილა,თურმე. როცა სუფრის წევრები ერთმანეთს გავუშინაურდით,სანდრა ადგა,ყვავილების თაიგულთან მივიდა,საყვავილედან ამოიღო,გულზე მიიკრა,ხელი გადაუსვა და მითხრა-ჰოლანდიურია,ჩემი სამშობლოს ენერგეტიკას ვიღებ-ო…საოცარი სინაზე იგრძნობოდა მისგან და მივხვდი,რომ,ეს მშვენიერი ქალი,შეიძლებოდა მომნატრებოდა… დიდხანს დავყავით ერთად,მიშაც გვესაუბრა კიევიდან. ისეთი ვითარება იყო,რომელზედაც არამარტო თვალი უნდა გედევნებინა-არამედ,მაგალითადაც უნდა აგეღო,კერძოდ,სანდრას დედამთილისადმი ურთიერთობის ფორმა-მორიდებითა და პატივისცემით გამსჭვალული და დედა-შვილს შორის სიყვარულითა და მადლიერებით გაჟღენთილი სატელეფონო საუბარი.
მძიმედ შევდივარ ახალ ურთიერთობებში,განსაკუთრებით იშვიათად ვიჩენ ინიციატივას,მგონია,რომ იგი თავის ნებაზე უნდა მიუშვა და თავად მიიღებს გარკვეულ,ბუნევრივ ფორმას. ასეც მოვიქეცი,რომ არა,ერთი დღის,ერთი სატელეფონო ზარი-გამარჯობათ ქალბატონო მედეა,სანდრა ვარ რულოვსი-მესმის მისი ხმა,შეიძლება ქეთუშა მასაუბროთ?-მეკითხება, კარგახანს გაგრძელდა მათი საუბარი და მე ვხედავდი,ჩემი შვილის,ალეწილ,აწითლებულ ლოყებს,გაბრწყინებულ და ბედნიერ სახეს-ქვეყნის პირველ ლედთან გამოწვეული საუბრის გამო…

რამ გამახსენა,ან რატომ გაგიზიარეთ ეს ყველაფერი? მგონი,სიტყვა “ყოფილმა” რაღაც მატკინა,რაღაც კი არა სული მატკინა… ეს სიტყვა,ჩემში,ძვირფასი რამის დაკარგვასთან ასოცირდება…რას ვიზამთ,ჩვენ, ხომ,ყველას,ჩვენ-ჩვენი გზა გვაქვს…კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ რასაც ახლა ჩავდივარ-ქალბატონო სანდრა,ჩვენო ქართველო-ჰოლანდიელო,თქვენ ყოველთვის გერქმევათ ჩემი სამშობლოს სურნელით,სიყვარულითა და ტკივილით გაჯერებული ჩემი ქვეყნის პირველი ლედის სახელი..” – წერს მედეა ვასაძე
წყარო:niustv.com

Share.