“თვალში მტვერს გვაყრიან… იცით, ცხედარი რა დღეში იყო?” – რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მამა

0

ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული სქქმე – თამარ ბაჩალიუაშილის მამა აცხადებს, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტიდან არანაირ შედეგს არ ელოდება .
როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, ის დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მანქანა სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე ხუთი დღის განმავლობაში არ მდგარა.

loading...

„რა თქმა უნდა, არ იდგა. ესენი ეცდებიან, ექსპერიმენტით დადგინდეს, რომ მანქანა იდგა, მაგრამ ფაქტია, არ იდგა. ფაქტობრივად, ამ ყველაფრით თვალში მტვერს გვაყრიან. ეს მანქანა 21 ივლისს, გამთენიისას მოიტანეს. იცით, ცხედარი რა დღეში იყო? ასე დახურულ სივრცეში ეგეთი რაღაც არ ხდება, რაც ბავშვზე იყო”, – აღნიშნა მან.
მისივე განცხადებით, ვიდეოკამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ფონიჭალის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, მისი შვილი ვიღაცას ეძებდა.
„ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში არაფერი საინტერესო არ არის, მხოლოდ ძველი ზღაპრები. გუშინ ვუყურე ვიდეოკამერების ჩანაწერებს. არის შიგ რაღაც-რაღაცები. ძალიან ცოტა დავათვალიერეთ, ჩანს მისი გადაადგილება. ჩანს ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე, მისულა ფონიჭალის განყოფილებასთან, იქიდან მოატრიალა და წავიდა ზემო ფონიჭალისკენ. ჯერჯერობით კამერებში არ ჩანს, მაგ მომენტში შევიდა თუ არა ვინმესთან, თუმცა დასათვალიერებელია კიდევ. ჩემი აზრით, დანიშნულების მისამართზე მიდიოდა, მაგრამ ვინ ელოდა ან იქ რა უნდოდა, საქმც ეს არის. რა უნდოდა იმ სოფელში, ვის ეძებდა? ვიღაცას ეძებდა, ათვალიერებდა. ვფიქრობ, რომ ვიღაცამ შეხვედრა დაუნიშნა ამ ადგილზე”, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
წყარო: geonewest.com

loading...

Share.