”თიკოს სახლი განადგურდა, ამიტომ კორპუსში გარემონტებულ ბინას ვაჩუქებთ” – 12 წლის გოგონას, რომელსაც მთელი ოჯახი მეწყერში დაეღუპა ბინას აჩუქებენ

0

ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი საცხოვრებელი სახლი სულ გაანადგურა. შემთხვევამ თითქმის მთელი ოჯახი შეიწირა, გადარჩა მხოლოდ 12 წლის ბავშვი, რომელიც იმ მომენტში ბებიასთან იმყოფებოდა.
ორგანიზაცია „კეთილსოფელის“ ხელმძღვანელმა, მანანა სარიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ მარტოდ დარჩენილ 12 წლის თიკოს მისი ორგანიზაცია აჩუქებს საცხოვრებელ ბინას.

loading...

„მე ვაშენებ ბათუმში ხუთსართულიან კორპუსს, რომელშიც საჩუქრად გადავცემ ბინებს იმ ოჯახებს, ვისაც ჰყავს შშმ პირი, არიან მრავალშვილიანი და უსახლკარო, მეწყრით დაზარალებულები. ოთხი სართული უკვე აშენებულია და იმედია მალე დასრულდება“, – ამბობს მანანა სარიშვილი.

მისი თქმით, კორპუსში საცხოვრებელი ფართობების გარდა განთავსებული იქნება სარეაბილიტაციო ცენტრი შშმ პირთათვის და დღის ცენტრი აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის. სარიშვილის თქმით, თიკო თედორაძეს ამ კორპუსში გარემონტებული ბინა მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაეცემა.

შეგახსენებთ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში ძლიერი წვიმის გამო მეწყრული პროცესები პირველ ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

loading...

Share.