ბაკურიანში 22 წლის გოგო, თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და დაიღუპა.
“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, შემთხვევა დიდველის სასრიალო ტრასაზე მოხდა.
ცხედარი ახალციხის პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც ამბობენ, რომ პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილს ტრავმები აღენიშნება.
ფაქტი “რუსთავი 2-ს” შსს -ში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
ფოტო არქივიდან
წყარო: ambavi.cc
loading...
loading...