“თუ მკითხავენ მშობიარობის დროს რას ვგრძნობდი,ვუპასუხებ რომ ეს იყო..” – ნახეთ მარიტა მელიქიშვილის პოსტს ძალიან დიდი გამოხამაურება მოჰყვა

0

ტელეწამყვანისა და მსახიობის გიორგი გასვიანის მეუღლე მარიტა მელიქიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს იმ ბედნიერ მომენტთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა მის ცხოვრებაში. მარიტა და გიორგი მშობლები გახდნენ. მათ შვილს გალაკტიონი დაარქვეს.”თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი”
ჩვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წარმოდგენა 24 დეკემბერს შუადღის 14:00-ზე დაიწყო და საღამოს 19:54-ზე დამთავრდა, თუმცა ეს იყო დამთავრება, რომელიც ახალ დასაწყისს, სხვა რეალობას და მილიონ სიახლეს გვპირდებოდა.

ოდესმე რომ მკითხავენ:

– რას გრძნობდი მშობიარობის დროსო?

აუცილებლად ვეტყვი, რომ ეს იყო ძლიერი კავშირი მიწიერ და ზეციერ სამყაროსთან.

ერთდროულად გრძნობ საკუთარ სხეულს და მასში ღმერთის მიერ მოვლენილ ახალ სიცოცხლეს!

მადლობა გაგუას მთელ გუნდს განსაკუთრებული ყურადღებისთვის და პოზიტიური განწყობისთვის.

სამშობიარო ბლოკი თქვენი წყალობით ერთი დიდი დღესასწაული იყო, სადაც თავს ისე ვგრძნობდით, როგორც საკუთარ სახლში”, – წერს მარიტა.
წყარო:statiebi.club

Share.