“თქვენთვის მაქვს ძალიან კარგი ინფორმაცია, ფუნქცია რომელიც..” – ნახეთ ახლახანს რა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს თინა ხიდაშელი

0

თინა ხი­და­შე­ლი თა­ვი­სი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბავს უზი­ა­რებს. ის “ფე­ის­ბუქ­ში” წერს, რომ მალე სრულ­ფა­სო­ვან სი­ა­რულს შეძ­ლებს.
“ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ამის დროა ახლა, მაგ­რამ ვი­საც გა­ინ­ტე­რე­სებთ, მოკ­ლედ ჩემს ამ­ბებს მო­გიყ­ვე­ბით. მე და დათო ისევ გერ­მა­ნი­ა­ში ვართ და კარ­გი ამ­ბა­ვი გვაქვს. ფუნ­ქცია, რო­მე­ლიც ფაქ­ტი­უ­რად მკვდა­რი და თით­ქოს უი­მე­დო იყო აღ­დგა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სრულ­ფა­სო­ვან სი­ა­რულს შევ­ძლებ.

რა თქმა უნდა, დრო დას­ჭირ­დე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ დღეს უკვე ეჭვი აღარ აქვთ, რომ ძვე­ლე­ბუ­რად გა­ვივ­ლი.

სამ­წუ­ხა­როდ, რა­ღა­ცე­ბის ბო­ლომ­დე და­სა­ზუს­ტებ­ლად და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბის­თვის კი­დევ ერთი კვი­რა დაგვტო­ვეს…მაგ­რამ იმე­დია, მალე სი­ა­რულ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბის რიტმსაც სრუ­ლად აღ­ვიდ­გენ.

ასე­თი ამ­ბა­ვი გვაქვს ჩვენ და ამ და­ძა­ბულ დროს ვიცი გა­გი­ხარ­დე­ბათ.

PS მერ­კელს ჩემს გა­რე­შე ხომ არ გა­ა­ცი­ლებ­დნენ გერ­მა­ნე­ლე­ბი. ხოდა, დღეს არ­ჩევ­ნე­ბია გერ­მა­ნი­ა­ში და სამ­შობ­ლო­ში კი ვერ შევ­ძე­ლი სა­არ­ჩევ­ნო ამ­ბე­ბე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და აქ და­ვეს­წა­რი ლი­ბე­რა­ლე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებს”, – წერს თინა ხი­და­ში­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თინა ხი­და­შე­ლი უკვე თვე­ე­ბია ურ­თუ­ლეს პოს­ტკო­ვი­დურ გარ­თუ­ლე­ბებს ებ­რძვის.

Share.