„იბრძოლა, მაგრამ ვერ შეძლო და ვერ მოერია, აცრა ვერ მოასწრო… ორი შვილის მამა… თიკა გაძლებას გისურვებ” – ვის გარდაცვალებაზე წერს ეკა მიშველაძე?

0

ჟურნალისტი, ეკა მიშველაძე წერს, რომ კორონავირუსით გარდაიცვალა მისი კოლეგის მეუღლე. გარდა ამისა, ის მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ გადასარჩენად მხოლოდ ეს გზა არსებობს.
„არც კი ვიცი რა დავწერო, ასეთ დროს სიტყვებს ვერ ვპოულობ. ჩემი მეგობრის, კოლეგის მეუღლე, უკარგესი ბიჭი ემსხვერპლა კოვიდს. 47 წლის, სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდა კაცი. ორი შვილის მამა… იბრძოლა, მაგრამ ვერ მოერია, აცრა ვერ მოასწრო…

აიცერით! სიკვდილს რომ გადაურჩეთ! საკუთარი თავი და თქვენი ახლობლებლები, რომ დაიცვათ ტრაგედიისგან. სასწრაფოდ აიცერით, რომ ამ შემზარავი სტატისტიკის შემადგენლად არ იქცეთ როგორ განუგეშო თიკა გაძლებას გისურვებ, ჩემო გოგო”,- წერს ეკატერინე მიშველაძე.
წყარო: რეზონანსი

Share.